Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შავი ყურძენი ძვლებს ამაგრებს

ამერიკული ჟურნალი Journal of Clinical Endocrinology & Metabolism იუწყება, რომ მეცნიერებმა შავი ყურძნის ახალი სასიკეთო თვისება აღმოაჩინეს. ისინი აკვირდებოდნენ საშუალო ასაკის, ჭარბწონიან ქალებსა და მამაკაცებს, რომლებსაც რეგულარულად აძლევდნენ რეზვერატროლს – ნივთიერებას, რომელსაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს შავი ყურძნის კანი. მალევე დადგინდა, რომ ეს ნივთიერება დადებითად მოქმედებს ძვლოვან ქსოვილზე და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. დაკვირვებიდან მე-16 კვირას მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ექსპერიმენტის მონაწილეთა ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილები სწრაფად აღდგა და განვითარდა. მართალია, სამკურნალო ეფექტი რეზვერატროლს მხოლოდ დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში აქვს, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით შეგვიძლია შავი ყურძენი და მისგან დაწურული სასმელიც გამოვიყენოთ. თუმცა მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ წითელი ღვინო არ არის რეზვერატროლის საუკეთესო წყარო. უმჯობესია, შავი ყურძნისაგან დაწურული ნატურალური, დაუშაქრავი წვენი მივირთვათ.      

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული