Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბორდოს 2011 წლის ვინტაჟი

ბორდოში ღვინის წინასწარი შესყიდვის კამპანია en primeur-მა აიღო სტარტი, ამერიკელმა ღვინის ექსპერტმა რობერტ პარკერმა კი უკვე მოასწრო და შეაფასა 2011 წლის ვინტაჟი. მან ივარაუდა, რომ 2011 წლის ვინტაჟი მოსალოდნელზე უკეთესი იქნება და ის 2008 და 2001 წლის ვინტაჟებს შეადარა. გასულ წელზე  ღვინის კრიტიკოსებმა უკვე თქვეს, რომ ის “მეღვინის წელი” იქნებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცუდი ამინდების, ნაადრევად დაწყებული რთველისა და სხვა ხელისშემშლელი პირობების ფონზე მეღვინეს, კარგი ღვინის დასაყენებლად და საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად,  დიდი შრომის გაწევა მოუხდებოდა. პარკერი წერს, რომ “ღვინოები არაერთგვაროვანია, თუმცა ნამდვილად ასიამოვნებენ იმას, ვინც მათ გაუგებს”. პარკერმა განსაკუთრებით გამოყო პომროლისა და მედოკის წამყვანი მეურნეობების ღვინოები. 2011 წლის ვინტაჟზე ფასების 50%-ით დაწევის შესახებ განაცხადა კრისტიან მუექსმა, რომელიც Pétrus-ისა და Trotanoy-ს თავკაცი, ასევე ღვინის სავაჭრო სახლ Etablissements Jean-Pierre Moueix-ის მფლობელია. “ფასდაკლება თვალშისაცემი, 30-50% მაინც უნდა იყოს, თუკი გვინდა, რომ კლიენტების ინტერესი შევინარჩუნოთ. თანაც, ეს უნდა გავაკეთოთ დროულად, წინააღმდეგ შემთხვევაში მყიდველი უკვე 2012 წლის ვინტაჟს დაელოდება ” – განაცხადა მუექსმა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.