Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

13 მაისი, ახალი ღვინის ფესტივალი 2023

13 მაისს „ახალი ღვინის ფესტივალი 2023“-ს ღვინის კლუბი უმასპინძლებს და მთაწმინდის პარკში გაიმართება. ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ასოციაცია ,,ქალები ღვინის ინდუსტრიაში’’ (WIWI). საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ვებგვერდი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი ჯი.ვინო/G.Vino, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ლეპერტი.

"ახალი ღვინის ფესტივალი 2023-ში" მონაწილეობას მიიღებს 100 ღვინის კომპანია და 128 საოჯახო მარანი, 4 ღვინის სექტორთან დაკავშირებული კომპანია და 14 მცირე მეწარმე ღვინის თემაზე შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრებით. სულ 246 ფესტივალის მონაწილეა. კომპანიების ჩამონათვალში შეხვდებით როგორც უკვე ცნობილ და ყველასთვის საყვარელ ღვინის კომპანიებსა და მცირე მარნებს, ასევე ახალ ბრენდებს, ახალი ღვინოებითა და კონცეფციებით.

ფესტივალში მონაწილე ღვინის კომპანიებს, საოჯახო მარნებს, ღვინის სექტორთან დაკავშირებულ კომპანიებსა და მცირე მეწარმეებს შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე დეტალურად გაეცნოთ: ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე ღვინის კომპანიები და საოჯახო მარნები.

ახალი ღვინის ფესტივალი 2023 მონაწილეებსა და სტუმრებს ბოლო მოსავლის (2022 წ.) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობასა და ახალი გემოების აღმოჩენას გპირდებათ.

ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.

2010 წლიდან დაწყებული ყოველ წელს ფესტივალი იზრდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს გვასინჯებენ. ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულებიც მოუთმენლად ელიან. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.

13 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2022 წლის) საუკეთესო ღვინოებს.

ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც გავსინჯავთ და მოგვეწონება.

ახალი ღვინის ფესტივალი 2023 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით - „ნალი ბენდი“, რეზო კიკნაძის ჯაზ ბენდი, ფოლკლორული ანსამბლი „ჯეო ფოლკი“. ფესტივალის სტუმრებისთვის იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება 10 ყუთი საუკეთესო ღვინო და სხვა.

©ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული