Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ყოველთვის მომწონდა ის მუხტი, რაც ფესტივალს მოჰქონდა თითოეული სტუმრისთვის” - ინტერვიუ მეღვინე თამუკა არავიაშვილთან

“მცირე მარნების ფესტივალი” ახლოვდება, იქამდე კი “ვინომეს” მარანს გაგაცნობთ, რომელსაც და-ძმა ერთად უძღვება. თამუკა არავიაშვილი თავის შთაბეჭდილებებზე გვესაუბრება და გვიამბობს, რა არის ვინომეს ისტორია, რომელ ღვინოებს დავაჭაშნიკებთ 19 ოქტომბერს ფესტივალზე და როგორია მისი, როგორც ღონისძიების მონაწილე მეღვინის განცდები.

 -წელს მონაწილეობას პირველად იღებთ ჩვენს ფესტივალში, გაგვიზიარეთ, როგორი შეგრძნებაა, როცა ამჯერად დახლს აქეთ იდგებით - როგორც მეღვინე?

აღნიშნულ ფესტივალს უკვე წლებია ვესწრები ღვინის მოყვარულის რანგში ამჯერად კი უკვე მონაწილის ამპლუაში წარვსდგებით ღვინის ენთუზიასტების წინაშე. ყოველთვის მომწონდა ის მუხტი და დადებითი ემოციები, რასაც “მცირე მარნების ფესტივალი” იწვევს თითოეულ დამსწრეში. 

გაგვიზიარეთ თქვენი მეღვინეობის ფილოსოფია, რა ხდის თქვენს ღვინოებს გამორჩეულს სხვა მარნებისგან?

- ჩვენი ღვინო მხოლოდ საკუთარი ვენახიდან მოყვანილი ყურძნით ყენდება, თავიდანვე გააზრებული გვქონდა შეზღუდულ რაოდენობასთან დაკავშირებული გამოწვევა, თუმცა დიდი მოცულობის წარმოებას ისევ საკუთარ ვენახზე ზრუნვა და ხარისხიანი ღვინის წარმოება ვარჩიეთ. 

რაც შეეხება გამორჩეულობას, ჩვენი 2016 წლის რქაწითელის დავარგებაში განსხვავებული მიდგომა გამოვიყენეთ, რომელიც ესპანურ ხერესის მეთოდს უკავშირდება. 

როგორ ახერხებთ ტრადიციების და ინოვაციების ბალანსს ღვინის წარმოებაში, რაიმე ახალ, განსხვავებულ ტექნიკას ან მეთოდს ხომ არ იყენებთ?

- თითოეულ მოსავალს თავისი უნიკალური მიდგომა აქვს, გამომდინარე მოსავლის წლის ხარისხიდან. მივყვებით ღვინის დაყენების ბუნებრივ მეთოდს, რომელიც ღვინის დავარგებას ითვალისწინებს მინიმუმ 6-12 თვის განმავლობაში. 

რა არის ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი ასპექტი მცირე მარნის მართვაში და როგორ უწყობს ხელს ამ გამოცდილებას მსგავსი ფესტივალები?

- მცირე მარნის მართვა სახლისათვის საძირკვლის ჩაყრას გავს, იწყებ პატარა ნაბიჯებით, თითქოს აგურს აგურზე დებდე. ასეთი პროექტები მარნებს ეხმარება გამოწვევებს გაუმკლამვდნენ, როგორც მეგობარი, რომელიც შენებაში გეხმარება. მარნებისათვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი პროექტები, რომელიც კომპანიის ცნობადობის, გაყიდვების ზრდის თუ მარკეტინგის კუთხით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. 

რომელი ღვინოების წარმოჩენაა ყველაზე საინტერესო თქვენთვის ამ ფესტივალზე და რა ისტორიას გვიამბობს ის თქვენი მეღვინეობის შესახებ?

ფესტივალზე წარვადგენთ 2016 და 2017 წლის რქაწითელს, -ასევე 2018 წლის საფერავს რომელიც ჩვენი პირველი ოფიციალური მოსავლის ღვინოებია. მიუხედავად იმისა რომ ვინომე ღვინის ასპარეზზე 2024 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა ღვინის დაყენების იდეას საფუძველი გაცილებით ადრე ჩაეყარა. ამისი მიზეზი ჩვენი კონცეფცია გახლავთ - სრულად განვითარებული, დავარგებული ბუნებრივი ღვინოების შეთავაზება ღვინის მოყვარულებისათვის. 

 -როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვთ მცირე მარნებს ქართული მეღვინეობის მომავლის ფორმირებაში და როგორ ხედავთ ამ პროცესს გლობალურ დონეზე?

ქართული მეღვინეობა, ისევე როგორც მსოფლიო ღვინის ინდუსტრია თვითმყოფადია. ღვინოს მუდმივად სჭირდება განვითარება, ინდივიდუალური, გამორჩეული სტილის ქონა. მცირე მარნების როლი ქართული ღვინის ნიშურობის და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანესია, ტრადიციული, თუმცა მრავალფეროვანი მიდგომებითა და საინტერესო ღვინის ნიმუშებით, რომელიც სრულად ასახავს ქართული ღვინის განსაკუთრებულობას, მცირე მარნები ქართული მეღვინეობის მომავლის ფორმირებაში საკმაოდ დიდი წვლილის მატარებელია. 

რა არის თქვენთვის ყველაზე საინტერსო და სასიამოვნო გამოცდილება ვენახთან მუშაობის ან ღვინის დაწურვის დროს?

მეღვინეობა მევენახეობის სრული ციკლიდან გამოვარჩევდი ორს: კვირტობის პერიოდს და ალკ. ფერმენტაციას. ორივე ახალი სიცოცხლის, სიახლის დასაწყისთან ასოცირდება ჩემთვის. 

ბოლო დროს რა ტენდენციები შეამჩნიეთ მომხმარებელთა მოთხოვნის კუთხით, რა არის თქვენთვის, როგორც მეღვინისთვის, ყველაზე საინტერესო ასპექტი განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ღვინოს მომხმარებელს და ღვინის მოყვარულს აცნობთ ფესტივალზე?

- ძალიან მახარებს ღვინის მოყვარულთა გაზრდილი ინტერესი მცირე მარნების ღვინოების მიმართ, გაიზარდა ცოდნა ღვინის როგორც დაყენების ისე შეფასების კუთხით, ბევრი ღვინის მოყვარული გადის ღვინის სასერტიფიკატო კურსებს, ეცნობა ღვინის დაგემოვნების ეტაპებს, რაც საბოლოო ჯამში ხარისხიანი ღვინის რეალიზაციას და წარმატებას განაპირობებს. ჩემთვის როგორც მწარმოებლისათის უდიდესი კომფორტია, ღვინის მომყვარული, რომელიც აფასებს ღვინოს, იცის ბუნებრივი ღვინის თავისებურებანი და იაზრებს ღვინის სტილისტურ ნიშან თვისებებს. 

რა დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენ, როგორც მცირე მეწარმესა და მეღვინეს ღვინის ბაზარზე?

მთავარი დაბრკოლება ბაზარზე საკუთარი ნიშის დამკვიდრებაა, თუმცა ნახევარ წლიანი ოპერირება ვთვლი ძალიან ხანმოკლე დროა მსგავს საკითხებზე სამსჯელოდ. 

 -რა რჩევას მისცემდით ღვინის ფესტივალის სტუმრებს, რომლებიც თქვენს დახლებთან ღვინის გასასინჯად მოვლენ?

- ჩვენი ღვინის მაგიდასთან ველით მათ ვისაც დავარგებული განვითარებული ბუნებრივი ღვინოები აინტერესებთ, ასევე ველით გულწრფელ შეფასებებს და საინტერესო ინტერაქციას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული