ჩეხმა მიროსლავ სვობოდამ საკუთარი სახლის დიზაინი ორიგინალურად გადაწყიტა და მისი კედლები ღვინის საცობებით მოაპირკეთა. სულ სვობოდას სახლის მოსაპირკეთებლად 180 000 კორპის საცობი დაეხარჯა.
ეს იდეა მიროსლავს 2 წლის წინ გაუჩნდა. მას სახლის უღიმღამო კედლები აღიზიანებდა, ამიტომ ექსტერიერის გამოცოცხლება გადაწყვიტა და იდეებზე დიდხანს არ უფიქრია. მიროსლავს ძალიან ყვარებია წითელი ღვინო და საცობები ზოგი თავად შეაგროვა, ნაწილობრივ კი მეგობრებმა და მეზობლებმაც მოამარაგეს. მიროსლავმა საცობები ჯერ სპეციალური სითხით გაწმინდა, კარგად გამოაშრო იმისთვის, რომ საცობებს ობი არ მოჰკიდებოდა და ბოლოს ცემენტის გამოყენებით თითოეული საცობი სახლის ფასადს მიაკრა. მიროსლავმა კრეატიულობა გამოიჩინა და საცობებისგან სხვადასხვა ფიგურები გამოიყვანა. მის მცდელობას უკვალოდ არ ჩაუვლია და საცობებით მოპირკეთებულ სახლს ჩეხეთში დღეს უამრავი ტურისტი სტუმრობს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი