Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საუკეთესო ღვინის რეგიონები და მეღვინეობები - adventure of Nicole

ალასკელი მოგზაური და ღვინის მოყვარული ქართულ ღვინის რეგიონებსა და ვაზის ჯიშებზე წერს. როგორც მის გვერდზე ვკითხულობთ, ნიკოლი 2010 წლიდან მოგზაურობს. მის ნაწერებს კი ხშირად შეხვდებით National Geographic-ზე, ასევე Matador Network-სა და Buzzfeed-ზე. ერთ დღესაც კი თავისი ვებსაიტის შექმნა გადაწყვიტა, სადაც საუკეთესო მოგონებებისა და ისტორიების შესახებ უამბობს მკითხველს. ყოველთვიურად მის ბლოგებს კი უკვე 140 000-მდე ადამიანი კითხულობს.  

პირველ რიგში კახეთზე წერს, კახურ ვაზის ჯიშებზე, საფერავსა და რქაწითელზე, საუბრობს ქვევრის ტექნოლოგიაზე და ტრადიციებზე: “კახეთს ზომიერი კლიმატი, მრავალფეროვანი ტერუარი და მზიანი ფერდობები გამოარჩევს, ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ქვევრის ტექნოლოგია და მასში დაყენებული ღვინოა. მეღვინეების ოსტატობა და დეტალებისადმი ძალიან დიდი ყურადღება მართლაც უნიკალური გემოს ღვინოს იძლევა, რაც მეღვინეობის სტადარტული პრაქტიკისგან ნამდვილად გამოირჩევა.” - ავტორი მკითხველს “ჭოტიაშვილის მეღვინეობას”, “ვინივერიასა” და “ლაღვინარის” ქვევრის ღვინოებს ურჩევს. 

შემდეგ იმერეთის რეგიონზე საუბრობს: “იმერეთს რბილი კლიმატი შავ ზღვასთან სიახლოვის გამო ახასიათებს, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ციცქა და ცოლიკოური, რომლებიც უძველესი ჯიშებია. მეღვინეობის ტრადიციულ მეთოდებთან ერთად კი ევროპული ტექნოლოგიით დაყენებულ ღვინოებსაც ხშირად შეხვდებით” - წერს ნიკოლი. როგორც ის აღნიშნავს, განსაკუთრებით “არჩილ გუნიავას მარნის” და “ბაიას მეღვინეობის”ღვინოები მოეწონა.

საუბრობს იმერულ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან და საინტერესო სამზარეულოზე: “დასავლეთ საქართველო უგემრიელესი კერძებისა და ღვინის გარდა განსაკუთრებით გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით, გირჩევთ, აუცილებლად ესტუმროთ ამ რეგიონს და გარწმუნებთ, ნამდვილად დაუვიწყარი თავგადასავალი გელოდებათ წინ”.

ქართლზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ მხარე მართლაც ნამდვილად გამოირჩევა ძალიან საინტერესო ღვინოებითა და ვაზის ჯიშებით: “ქართლის რეგიონს მევენახეობის უნიკალური ლანდშაფტი აქვს, კლდოვანი რელიეფი, მდინარის აუზები და მრავალფეროვანი მიკროკლიმატი, სწორედ ასეთი გარემო აძლევს ქართლში წარმოებულ ღვინოებს ძალიან საინტერესო, მინერალებით სავსე მდიდარ ხასიათს.” - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც ნიკოლი დეტალურად ახასიათებს გორულ მწვანესა და შავკაპიტოს, როგორც ღრმა, კენკრისა და სანელებლების არომატებით გამორჩეულ ღვინოს. მისი რჩეული “იაგოს ღვინის” 2021 წლის ქარვისფერი ღვინოა, რომელსაც საკმაოდ მაღალი ტანინები, ძლიერი არომატები და გემური თვისებები ახასიათებს. სტატიას მოგზაურის ვებგვერდზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული