Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო დაუფასებელ ღვინის რეგიონებს შორის business Insider-ის მიხედვით

business Insider-ის სტატიაში დაუფასებელი ღვინის რეგიონების შესახებ ვკითულობთ. სომელიე სარა მეი გრუნვალდი მიიჩნევს, რომ ამ დაუფასებელ ღვინის რეგიონებს შორის მსდოფლიოში პირველ ადგილზე საქართველო, კახეთია, რის შესახებაც ვრცლად წერს: “საქართველოში 8,000 წელზე მეტია, ღვინოს ამზადებენ, ამიტომ ეს აუცილებელი სანახავი რეგიონია ნებისმიერი ღვინის მოყვარულისთვის. კახეთი, საქართველოს ღვინის ეპიცენტრი, უამრავ ღვინის საწარმოს სთავაზობს სტუმრებს. რამდენიმე დღე აუცილებლად გაატარეთ კახეთში, რათა სრულად შეიგრძნოთ რეგიონის ღვინის კულტურა. გირჩევთ თბილისიდან სიღნაღში ერთდღიან მოგზაურობას, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ თვალწარმტაცი კავკასიონის ხედებით.” - ვკითხულობთ სტატიაში.

სერბეთი

ავტორის მოსაზრებით, სერბეთს ისეთივე კლიმატი აქვს, როგორც ცნობილი ფრანგული ღვინის რეგიონებს და შესავამისად ღვინის წარმოების დიდი პოტენციალიც აქვს. ქვეყანაში ძირითადად მცირე მარნები აწარმოებენ მაღალხარისხოვან ღვინოებს, რომლებიც საერთაშორისო ჯილდოებს ხშირად იღებენ. ავტორი ხაზს უსვამს ისეთი მარნებს, როგორიცაა Matalj Winery, რომელიც ცნობილია ტრადიციული ღვინის წარმოების ტექნოლოგიებით და მდიდარი ისტორიით. ასევე, აღსანიშნავია Aleksandrovic Winery ინოვაციური ბლენდებით და მდგრადი პრაქტიკებით, Despotika Winery თავისი ლამაზი ვენახებით და საინტერესო ღვინოებით.

პორტუგალია - დუროს ხეობა

ავტორის აზრით, დუროს ხეობა პორტუგალიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღვინის რეგიონია, რომელიც ცნობილია პორტის ღვინის წარმოებით. გარდა ამ გამორჩეული ღვინისა, რეგიონში აწარმოებენ მრავალფეროვან სუფრის ღვინოს. დუროს ხეობის პოპულარობა ღვინის ტურიზმის მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ავტორი გვირჩევს მდინარეში ტრადიციული რაბელოს ნავით გასეირნებასაც. 

ესპანეთი - Priorat

Priorat, რომელიც მდებარეობს ესპანეთში, ავტორისთვის საყვარელი ადგილია. რეგიონი ცნობილია თავისი კომპლექსური ლანდშაფტით და ღვინის წარმოების მდიდარი ისტორიით. ბერებმა 12-ე საუკუნეში დაიწყეს ამ რეგიონში ღვინის წარმოება, ვკითხულობთ Escaladei-ის მონასტერზე. აღსანიშნავია Clos Figueras და Vinyes Domènech მარნები, რომლებიც სტუმრებს რეგიონის გამორჩეული ღვინით მასპინძლობენ. თუ დამატებითი სახელმძღვანელო დაგჭირდებათ, Sinisa Curovic და Sara Curovic Rönnberg Sweet Easy Wine Tours-დან ორგანიზებას უწევენ სტუმრობას Tarragona-დან.

უნგრეთი - Tokaj

ავტორისთვის Tokaj გამორჩეული ადგილია თავისი ცივი ვულკანური კლდეების სარდაფებით და ისტორიული ატმოსფეროთი. ღვინის გარდა, არის შუა საუკუნეების ციხეები, სალაშქრო ბილიკები და რესტორნები, რაც იზიდავს მოგზაურებსაც.

იტალია - Lazio

ტოსკანის ნაცვლად, ავტორი გვირჩევს ვეწვიოთ იტალიის ნაკლებად ცნობილ რეგიონს ლაციოს. Frascati, რომელიც მდებარეობს Lazio რეგიონში, არის დედაქალაქიდან მოკლე მანძილზე და მსოფლიო დონის ღვინოებს სთავაზობს სტუმრებს, ამის გარდა ღვინის წარმოების მდიდარ ისტორიას. ავტორი გვირჩევს Merumalia-ს ორგანულ ღვინოებს და La Torretta-ს, რომლებიც ძველი რომის ცისტერნებში იწარმოება.

მექსიკა - Valle de Guadalupe

Valle de Guadalupe ავტორისთვის ღვინის ნამდვილი სამოთხეა. რეგიონის უნიკალური მდებარეობა ჩრდილოეთ Baja ნახევარკუნძულზე იძლევა მყუდრო კლიმატს, რაც წლის განმავლობაში ღვინის წარმოებას ხელსაყრელს ხდის. Valle de Guadalupe-ში 150-ზე მეტი ღვინის საწარმოა, ავტორი კი Baja Winery Tours-ს გვირჩევს, რათა უკეთ გავიცნოთ ამ რეგიონის მახასიათებლები.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.