Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო ბუდაპეშტის ღვინის ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება

ბუდაპეშტის ღვინის ფესტივალი, რომელიც წელს უკვე 33-ედ გაიმართება, 12-დან 15 სექტემბრამდე უმასპინძლებს ღვინის მოყვარულებს ბუდას ციხესიმაგრის სამეფო სასახლეში. ფესტივალი ცნობილია თავისი მრავალფეროვნებით, რომელიც მოიცავს უნგრელი და საერთაშორისო მწარმოებლების ღვინოებს, გასტრონომიას, პანელურ დისკუსიებსა და მრავალფეროვან ღონისძიებებს. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული იქნება საქართველოსთვის, რომელიც საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება და ქართულ ღვინის კულტურას ათასობით ადამიანს გააცნობს: "საქართველო, რომელსაც ღვინის წარმოების რვა ათასწლოვანი ტრადიცია გააჩნია, ფესტივალზე თავის ქარვისფერ ღვინოებს წარმოადგენს, რაც დღემდე უძველესი მეთოდებით მზადდება. ეს ღვინოები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იქნება და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ უნიკალური ქართული ნაირსახეობები. ფესტივალზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართულ გასტრონომიას, მათ შორის ხაჭაპურს, რომელიც ყველა სტუმარს აუცილებლად დააინტერესებს თავისი ტრადიციული გემოთი." - ვკითხულობთ ვებგვედზე.

ფესტივალი სტუმრებს სხვადასხვა გასტრონომიულ აქტივობას შესთავაზებს, მათ შორის საერთაშორისო კერძებს, ალკოჰოლურ სასმელებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა კვირას დილის ბრანჩი, სადაც პრემიუმ და იშვიათი ღვინოების დაგემოვნება იქნება შესაძლებელი.

კულტურულ პროგრამაში წარმოდგენილი იქნება საცეკვაო შოუები და კონცერტები, გარდა ამისა, ფესტივალზე ჩატარდება პანელური დისკუსიები, სადაც ცნობილი მეღვინეები და ღვინის ოსტატები იმსჯელებენ ბაზრის ტენდენციებსა და მეღვინეობის აქტუალურ საკითხებზე. VinAgora-ს საერთაშორისო ღვინის კონკურსი და ინტერაქტიული ღვინის დეგუსტაციის სივრცეები ფესტივალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, რაც დამთვალიერებლებს მისცემს საშუალებას, უფრო ღრმად გაეცნონ ღვინის სამყაროს.

ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდება საქველმოქმედო ღვინის აუქციონი, რომლის შემოსავალი გადაეცემა მალტის ორდენის უნგრულ საქველმოქმედო სამსახურს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული







StatCounter - Free Web Tracker and Counter