Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო London Wine Fair 2023-ზე წარდგება

17-18 მაისს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის გამოფენა, London Wine Fair გაიმართება, სადაც ღვინოებს 400 მწარმოებელი სხვადასხვა ქვეყნიდან და რეგიონიდან წარადგენს. გამოფენამდე Olimpya-ში, ლონდონის საგამოფენო სივრცეში ისაუბრებენ ბრიტანეთის ყველაზე წარმატებული იმპორტიორები და ექსპერტები, იქნება საინტერესო და განსაკუთრებული ღვინოების განხილვა/დეგუსტაციები. სესიები ჩატარდება ღვინის ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესახებ, იქნება ასევე მასტერკლასები, სადაც ღვინის დიდოსტატები წამყვანი ბრენდების ღვინოებს დააჭაშნიკებენ.

იტალის, პორტუგალიის, საფრანგეთის, სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და ავსტრიის რეგიონებს შორის გამოფენაზე საქართველოც იქნება 150-ზე მეტი ღვინითა და  18 ღვინის მწარმოებლით. Georgian Wine UK: “სტუმრები გასინჯავენ ქართულ სახასიათო და გამორჩეულ მშრალ თეთრ ღვინოებს, ქისს, მწვანესა და რქაწითელს. საქართველოს “გმირი” წითელი საფერავი მრავალი სახით იქნება წარმოდგენილი, არომატული ქვერისა და მუხის კასრში დავარგებული ღვინოებით”

თეთრებში უკვე ჩამოთვლილი ჯიშების გარდა იქნება ციცქა, თეთრა, კრახუნა, ცოლიკოური, წითლებში კი ალექსანდროული, ოცხანური საფერე, თავკვერი და ალადასტური. იქნება ქვევრის კაბერნე სოვინიონი და მალბეკიც: “აქტუალურია Chateau Ketevane, რომელიც პირველად წარადგენს მათ IWSC ოქროს მედლის მფლობელ რქაწითელს. საინტერესოა ახალი მარნის “იყალთოსა” და “ანდამატის” მარნებიც. “თბილღვინომ” კი, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა ბრიტანეთში, ღვინოების ფართო ასორტიმენტს წარმოადგენს” - წერს Georgian Wine UK. 

აღსანიშნავია, რომ სარა ებოტი ჩაატარებს მასტერკლასებს ქართული ღვინოების შესახებ IWSC-ის სტენდზე ორშაბათს 15-16 საათამდე, ახალი ტალღის ქვევრის ღვინოებზე კი 17 მაისს 12:00-დან 13:00-მდე ისაუბრებს.

ღონისძიებაზე ღვინოებს შემდეგი მწარმოებლები წარადგენენ:
 Acto Bediani
“ალექსანდროული”
“ბოლერო და კომპანია”
“შატო ბუერა”
“შატო ქეთევანი”
“დუგლაძეების ღვინის მარანი”
GK Winery
“გოგლას ღვინო”
“იყალთოს მეღვინეობა”
“კახური ღვინის მარანი”
“ქართველი”
“ლაბარა”
“მტევინო”
“სამისის მარანი”
“თბილღვინო”
“წერეთლის მარანი”
Wineman

მელიტონი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.