18 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა Vinexpo Bordeaux 2017 გაიხსნება, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება ხოლმე. წელსაც, ისევე როგორც 2015 წელს, ქართული კომპანიების საკმაოდ წარმომადგენლობითი ჯგუფი ჩავა ბორდოში.
საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოდან 25 ღვინის კომპანია მონაწილეობს. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინოები ქვეყნის სხვადასხვა მევენახეობის რეგიონიდან. გამოფენის ფარგლებში 18 ივნისს გაიმართება ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია, რომელსაც საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და ამავე სააგენტოს სადეგუსატაციო კომისიის თავმჯდომარე, OIV-ს კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ანა გოდაბრელიძე გაუძღვებიან.
მონაწილე კომპანიები:
1. თბილღვინო
2. შატო მუხრანი
3. GWS
4. ასკანელი ძმები
5. ბადაგონი
6. ბესინი
7. კორპორაცია ქართული ღვინო
8. მეღვინეობა დანიელი
9. დუგლაძეების ღვინო
10. მეგობრების მარანი
11. გიუაანი
12. გრუზვინპრომი
13. KTW
14. მეღვინოება ხარება
15. ქინძმარაულის მარანი
16. კახური ღვინის მარანი
17. მარანული
18. ქიმერიონი
19. შილდა
20. შუმი
21. თელავის ღვინის მარანი
22. ვაზიანი კომპანი
23. ვაინმენი
24. კორპორაცია ქინძმარაული
25. ბრუალე
ბორდოს გამოფენა 4 დღეს გაგრძელდება, 18–დან 21 ივნისამდე. იგი მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი ღვინის ფორუმია, რომლის ისტორიაც 1981 წელს იწყება და სადაც წელს 2300 მონაწილეს ელიან 42 ქვეყნიდან და 45 000 ღვინის სპეციალისტს, ბაიერსა და იმპორტიორს მთელი მსოფლიოდან.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი