Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქალაქი-ვენახი

ბურგუნდიის დედაქალაქის “მამებმა” გადაწყვიტეს, ქალაქი დიჟონი მეღვინეობის ცენტრად აქციონ, მუნიციპალური ვენახების ფართობი გაზარდონ და დედაქალაქური ღვინო გამოუშვან.

ქალაქის მესვეურები ცდილობენ, მდოგვის წარმოებით სახელგანთქმული დიჟონი ახლა ღვინის ცენტრად აქციონ. მუნიციპალიტეტში განაცხადეს, რომ 160 ჰექტარზე გაშენებული ვენახები შეიძინეს, რათა დიჟონს მეღვინეობის ქალაქის სტატუსი და იმიჯი კიდევ უფრო გაუმყარონ.

“1,3 მილიონ ევროდ შევიძინეთ Domaine de la Cras-ის მეურნეობა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ ინვესტიციისა, რაც დედაქალაქისა და მისი შემოგარენის განვითარებაში ჩაიდება,” – განმარტავენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.

მეურნეობა Domaine de la Cras 1983 წელს დაარსდა. ქალაქის დასავლეთით 8 ჰექტარზე გაშენებული ვენახების ნაწილზე პინო ნუარი მოჰყავთ, ნაწილზე კი - შარდონე. მუნიციპალიტეტში განაცხადეს, რომ ვენახების ფართობი შეიძლება კიდევ 13 ჰექტრით გაზარდონ. მართალია, მიწა ქალაქის საკუთრება იქნება, მაგრამ ღვინო აპელასიონ Bourgogne-ის სახელით გაიყიდება, მეურნეობას კი Domaine Jean-Yves Bizot-ის მეღვინე მარკ სოიარდი გაუძღვება.

დიჟონში ყოველწლიურად დაახლოებით 2 ათასი ბოთლი ღვინო ჩამოისხმება და ეტიკეტზე მითითებული იქნება, რომ ღვინო დიჟონშია დამზადებული, ქალაქში, რომელსაც ცოტა ხნის წინ “გასტრონომიის ქალაქი” ეწოდა.

ბურგუნდიის დედაქალაქის მესვეურებს გადაწყვეტილი აქვთ ასევე, რომ წამოიწყონ ტრიუფელების ბიზნესი, ხელი შეუწყონ მეხილეობის განვითარებას და სამკურნალო მცენარეების მოშენების საქმეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.