Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავის საერთაშორისო კონკურსი

ნოემბერში საქართველოში საფერავის მესამე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება ასოციაცია “ქართული ღვინოს” ინიციატივითა და ორგანიზებით. ვებ-გვერდიდან ვკითხულობთ, რომ კონკრუსის მისიაა წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავის ცნობადობის ამაღლება მთელს მსოფლიოში, მიზანი კი საფერავის ღვინოების წარდგენაა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ბაზრებიდან. 

კონკურსში, როგორც ვკითხულობთ, უნდა წარადგინონ 100%-ით საფერავის ვაზის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა წითელყურძნიანი ჯიშის საფერავში შერევით დაწურული ღვინო მსოფლიოს ნებისმიერი რეგიონიდან ან ქვეყნიდან. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ღვინის საწარმოებს, ინდივიდუალურ მეღვინეებს, კოოპერატივებსა და მეღვინეთა გაერთიანებას. კონკურსში მონაწილე კომპანიამ ან კერძო პირმა ნიმუში შემდეგი სახით უნდა წარმოადგინოს:

ღვინო გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული უნდა იყოს.
ღვინის მინიმალური დარჩენილი რაოდენობა 400 ბოთლს უნდა აღემატებოდეს.
ბოთლის ეტიკეთზე უნდა იყოს დატანილი მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება, ბრენდისა და ღვინის დასახელება, ჩამოსხმის წელი, ვაზის ჯიში, რეგიონი/ქვეყანა, მოცულობა.
უნდა წარმოადგინონ ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში.

ასოციაცია “ქართული ღვინო” მიღებულ ნიმუშებსა და თანდართულ დოკუმენტაციას შეამოწმებს. წესების დარღვევით წარდგენილი ნიმუშები არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას. ორგანიზატორები ნიმუშებს უსაფრთხო ადგილას შეინახავენ ღვინის შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით. 

საკონკურსო ნიმუშებს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური გასინჯავს. როგორც ვკითხულობთ, ჟიურის წევრების რაოდენობა მიღებული ნიმუშების რაოდენობით განისაზღვრება. 

საფერავის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც 28 და 29 ნოემბერს ჩატარდება, ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი ენდრიუ ჯეფორდი იქნება.
რეგისტრაცია კონკურსზე დაწყებულია და ნიმუშებს მიიღებენ 17-21 ოქტომბრის ჩათვლით, “ქართული ღვინის” ასოციაციის ოფისში, 13:00-დან 17:00 საათამდე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული