Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შვეიცარიის ღვინის კულტურა და მისი ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიული ღვინოები ძირითადად ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი და მათი ექსპორტი მცირე მოცულობისაა, მათი საინტერესო გემო და ღვინის კულტურა თანდათან უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. შვეიცარიაში 14,696 ჰექტარი ვენახი სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონშია გავრცელებული, მათ შორისაა ვალე, ვო, ჟენევა და ტიჩინო. ამ რეგიონების კლიმატური მრავალფეროვნება და ალპური ტერუარი ღვინის განსაკუთრებულ გემურ თვისებებს ქმნის.

2024 წლის ნოემბერში “შვეიცარიულ ღვინის კვირაში” ქვეყნის უნიკალურ და ნაკლებად ცნობილ ღვინოებს ფართო საზოგადოება გაიცნობს. ეს ახალი ინიციატივა, ორგანიზებული Swiss Wine Promotion-ის მიერ, მიზნად ისახავს შვეიცარიის ღვინოების პოპულარიზაციას ლონდონში, სინგაპურში, ბელგიასა და გერმანიაში. ღონისძიება ემსახურება ღვინის დეგუსტაციის ტრადიციების გაცნობას და შვეიცარიის ღვინოების ხარისხისა და მრავალფეროვნების წარმოჩენას.

Swiss Wine Week-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს მასტერკლასებს, სხვადასხვა ღონისძიებებს ღვინის წამყვან ბრიტანულ რესტორნებში და სადეგუსტაციო ღონისძიებებს. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს იმ მომხმარებელთა ინტერესის გაღვივებას, რომლებიც ახალ და უნიკალურ გემოებს ეძებენ.

მნიშვნელოვანი სიახლეა „Swiss Wine Finder“ პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად იპოვონ შვეიცარიული ღვინოები დიდ ბრიტანეთში. ასევე, შვეიცარიული ღვინის დღეები მოეწყობა ისეთ წამყვან რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში, როგორიცაა Alpine Wines, Hedonism Wines და სხვა.

შვეიცარიაში, ალპურ ტერუარსა და კლიმატურ მრავალფეროვნებაში, ღვინის ხარისხი და გემო მართლაც ძალიან საინტერესოა. შვეიცარიაში ვენახები, როგორც უკვე ვახსენეთ, 14,696 ჰექტარზეა გაშენებული და სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონს მოიცავს. ზემოთ ნახსენები ოთხი რეგიონი ქმნის განსხვავებულ კლიმატურ პირობებს ვაზისთვის, რაც შემდეგში ღვინის არომატს გამორჩეულად მდიდარს ხდის.

შვეიცარიაში რამდენიმე ძირითადი ჯიშია გავრცელებული: შასლა (Chasselas), რომელიც ითვლება ტრადიციულ შვეიცარიულ ჯიშად და უმეტესად იზრდება ვო-სა და ჟენევის რეგიონებში, სადაც მისი გემოს “სისუფთავე” და ნაზი არომატები მჟავიანობასთან ერთად ძალიან დაბალანსებულია; პინო ნუარი და გამაი, რომლებიც ასევე ფართოდ გამოიყენება, განსაკუთრებით შვეიცარიის დასავლეთ ნაწილში, ხოლო ტიჩინოს რეგიონი ცნობილია მისი წითელი ღვინოებით, როგორიცაა მერლო. შვეიცარიული ვენახების დაახლოებით 60%-ზე წითელი ვაზის ჯიშებია გაშენებული, რაც ტრადიციულად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ტიჩინოშია გავრცელებული: “აქ მერლოს ჯიშის ვაზი კარგ პირობებში ხარობს და ადგილობრივ ღვინოს კომპლექსური და სიღრმისეული არომატით ამდიდრებს. შვეიცარიის ვენახებში ასევე ფართოდაა გავრცელებული კაბერნე სოვინიონი და შირაზი, რაც ადგილობრივ მეღვინეებს ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობას აძლევს” - ვკითხულობთ სტატიაში

შვეიცარიული ღვინის იმპორტი იშვიათად ხდება, რადგან ქვეყნის ღვინის წარმოების დაახლოებით 98% შვეიცარიაში იყიდება და იშვიათად თუ შეხვდებით მათ საერთაშორისო ბაზრებზე. თუმცა, ბოლო წლებში შვეიცარიულმა ღვინოებმა პოპულარობა მოიპოვა და ექსპორტი 30%-ით გაიზარდა 2021 წელს, რასაც მოჰყვა 70%-იანი ზრდა 2022 წელს. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული