Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი - ავსტრალიელი ღვინის მწერლის აღმოჩენა

ჰუენ ჰუკი ავსტრალიელი ღვინის მწერალი და კრიტიკოსია. იგი Vin de Champagne Awards-ის თავმჯდომარე და Australian Winemaker of the Year-ის ჟიურის წევრია. ასევე, იგი ბრმა დეგუსტაციების შემდეგ ღვინის შეფასებებს წერს ისეთი გამოცემებისთვის, როგორებიცაა: The Real Review, Decanter, Gourmet Traveller Wine, Sydney Morning Herald.

ცოტა ხნის წინ მან საფერავის შესახებ მცირე სტატია გამოაქვეყნა. როგორც სტატიიდან ჩანს, საფერავი ჰუკისთვის სრულიად ახალი აღმოჩენაა, ქუინსლენდში ერთ-ერთი ღვინის მაღაზიის სტუმრობისას, სრულიად მოულოდნელად გადააწყდა. ეს ღვინის მაღაზია ღვინოების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. საფერავის გარდა, აქ იყიდება პინოტაჟი, ტანე, მალბეკი, ნერო დავოლა, გრასიანო. თეთრ ღვინოებს შორის კი ალვარინოს, ფიანოს, მანსენს, რუსანსა და ვერმენტინოს შეხვდებით. ასევე, აქ Strange Bird Wine Trail-ის აპლიკაციაცაა, რომელიც ტურისტებს „ალტერნატიული“ ღვინოების გასინჯვას ურჩევს.

ეს მეღვინეობა ტრადიციული საფერავის გარდა, საფერავი კაბერნე მერლოს ნაზავსა და მის დურიფთან ნაზავს სთავაზობს მომხმარებელს. მათ შორის საქართველოში დაყენებული საფერავის გარდა, რამდენიმე ავსტრალიური მეღვინეობის ამავე ღვინოსაც ვხვდებით.

ავტორი საფერავის ქართული წარმოშობისა და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციის შესახებ მოკლედ უყვება მკითხველს.

Strange Bird-ის საიტის მიხედვით, საფერავი დახასიათებულია, როგორც მუქი წითელი ღვინო, რომელიც მაღალი მჟავიანობით ხასიათდება. იგი განკუთვნილია დაძველებისთვის და ხორცის კერძებს ძალიან უხდება. თავად ჰუკი, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამატებს, რომ საფერავი სრულიად გამორჩეული თავისი ინტენსიურობით, ფერით, არომატებით, სურნელითა და სტრუქტურით შეიძლება იყოს. ხაზს უსვამს ტანინის დონესა და მაღალ მჟავიანობას. იგი ნელა ძველდება და თავის ხალას ფერსა და ენერგიულობას დიდი ხნით ინარჩუნებს. ჰუკის აზრით, შესაძლოა ის ყველას არ მოეწონოს, თუმცა, საფერავის წითელ ხორცთან ან ყველთან ერთად გასინჯვას ყველას ურჩევს.  

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.