Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ ეხმარებიან ალკოჰოლური სფეროს წარმომადგენლები უკრაინას?

თადეუშ დორდა არაყს პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, აწარმოებს. აქედან გამომდინარე, ის თავისი თვალით ხედავს რისი გამოვლა უწევთ უკრაინელ ლტოლვილებს. დორდას წარმოებულ არაყს Chopin Vodka ჰქვია.

 "აგრიკულტურული მიწაა, საზღვარსა და ჩვენს შორის, ველების გარდა, არაფერია. ჩვენი თვალით ვუყურებთ მილიონობით ადამიანი როგორ გადმოდის საზღვარზე.“ - ამბობს დორდა. „ადამიანებთან, რომლებიც დღეს ლტოლვილები არიან, მეზობლური ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ მათ ვიცნობთ. მათი კულტურა ახლობელია. თითქმის ერთ ენაზე ვლაპარაკობთ - ერთმანეთის გვესმის. უმეტესად ქალები და ბავშვები არიან. როგორ  შეიძლება, რომ მათ არ დავეხმაროთ?!"

დორდას ოჯახმა 25 ლტოლვილი შეიფარა, სანამ ადგილობრივი მთავრობა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს მათ საცხოვრებელთან დაკავშირებით. Chopin Vodka-ს დახმარება ამით არ შემოიფარგლება, დორდა ამერიკელ მწარმოებლებთან ერთად 17 მაისამდე, Chopin-ის საიტის გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს მთლიანად უკრაინელების დასახმარებლად გადარიცხავს.

პოლონელი მწარმოებლისთვის მსგავსი გამოცდილება ახლობელია, 1968 წელს საბჭოთა ჯარების მიერ ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის გამო მისი მშობლები ომში უშუალოდ ჩაერთნენ.

კიდევ ერთი არყის მწარმოებელი კომპანია ოჰაიოს შტატიდანაა - Watershed Distillery, ბოლო ორი თვის შემოსავლიდან ნაწილს ისინი უკრაინის დასახმარებელ ფონდებში გადარიცხავენ. ამ ტიპის დახმარების გარდა, ზოგიერთმა კომპანიამ უკრაინის დროშის ფერებში სასმელებიც გამოუშვა.

სფეროს სხვა წარმომადგენლები უკრაინელი კოლეგების მხარდაჭერას ცდილობენ. ჯენსის რობინსონმა თავის ტვიტერის გვერდზე Stakhovsky Wines-ის დასახმარებლად პოსტი გააზიარა. ომის გამო ეს მეღვინეობა კოლაფსის პირასაა. მათი საწარმო დასავლეთ უკრაინაში, უნგრეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რაც მათთვის დახმარების გაწევას ამარტივებს.

საკუთარი ქვეყნის დახმარებას უკრაინელები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ცდილობენ. კომპანიამ Drinkers for Ukraine ლუდის რეცეპტი Resist გაავრცელა, რომელთან წვდომაც ყველასთვის თავისუფალია და სიმბოლურად რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლას გამოხატავს. კომპანიას სხვა საქველმოქმედო პროექტებიც აქვს. ყველაფერთან ერთად, ორგანიზაციის წევრები სხვადასხვა ქვეყანაში ომისა და რუსული იმპერიალიზმის ისტორიული ქმედებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ცდილობენ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.