The World’s Best Sommeliers’ Selection არის ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი, სადაც მსოფლიოს წამყვანი სომელიეები აფასებენ და ირჩევენ წლის საუკეთესო ღვინოებს. კონკურსის ჟიური შედგება იმ სომელიეებისგან, რომლებიც მუშაობენ მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებში, რაც შეფასების უმაღლეს სტანდარტს უზრუნველყოფს.
კონკურსი ტარდება 2019 წლიდან და ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს მას. მონაწილეობს ასობით ღვინო მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, რაც კონკურსს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ღვინის ინდუსტრიაში. ჟიურის წევრები აფასებენ ღვინოებს ბრმა დეგუსტაციის პრინციპით, რათა უზრუნველყოფილიყოს ობიექტურობა და მიუკერძოებლობა.
2025 წლის 26 თებერვალს დიდ ბრიტანეთში კონკურსის შედეგები გამოცხადდა, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ სომელიეები ოთხი კონტინენტის 18 ქვეყნიდან, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებს (The World’s 50 Best Restaurants 2024): Disfrutar (ბარსელონა) - მსოფლიოს 2024 წლის საუკეთესო რესტორანი; Table by Bruno Verjus (პარიზი); Maido (ლიმა); Sézanne (ტოკიო); Quintonil (მეხიკო); Don Julio (ბუენოს აირესი); Kol (ლონდონი); Piazza Duomo (ალბა) და სხვა. ჟიურის თავმჯდომარეობდა ჩრდილოეთ ამერიკის 2024 წლის საუკეთესო რესტორნის, Atomix-ის (ნიუ-იორკი) ცნობილი სომელიე - Jhonel Faelnar.
ეს კონკურსი ყოველწლიურად აერთიანებს ღვინის სამყაროს გამორჩეულ პროფესიონალებს და სთავაზობს მათ შესაძლებლობას, შეარჩიონ წლის საუკეთესო ღვინოები სხვადასხვა კატეგორიაში. ქართული ღვინო უკვე არაერთხელ მოხვდა ამ პრესტიჟული კონკურსის საუკეთესო რეიტინგებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ხარისხსა და უნიკალურობას.
ღვინის მოყვარულებისა და პროფესიონალებისთვის ეს გამარჯვება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქართული მეღვინეობა წარმატებით ინარჩუნებს თავის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე და აგრძელებს წინსვლას. შედეგები არამარტო ქართული ღვინის ხარისხზე მეტყველებს, არამედ მის მზარდ პოპულარობაზეც, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად.
ორი ქართული ღვინო, KHIKHVI QVEVRI IBERIULI 2022 და SALOME 2017 “მეღვინეობა შუმის” მიერ, მოხვდა The World’s Best Sommeliers’ Selection 2025 - ის სიაში!
KHIKHVI QVEVRI IBERIULI 2022, ტერუარი “საბანე”, ჟიურის წევრებმა შეაფასეს, როგორც: “საოცარი, კომპლექსური, სანელებლების არომატით, რთული ტექსტურითა და ძალიან ხანგრძლივი დაბოლოებით”. ღვინის სრული აღწერილობისა და მისი გასტრონომიული შეხამების ნახვა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
SALOME 2017, ტერუარი „სალომე“, - „ეს არის საფერავის უნიკალური გამოვლინება, ხილიანი, რთული, პირში საინტერესოდ განვითარებადი გემოთი; შეიგრძნობა ცოცხალი, ახალი ხილი, თხილის ნოტები და კარგი მინერალობა, ხანგრძლივი დაბოლოება, ცოცხალი მარილიანობით“. ღვინის სრული აღწერილობას კი მითითებულ ბმულზე გაეცნობით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი