Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის კომპანიები China Food & Drinks Fair 2018-ზე

22-24 მარტს ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში „ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა“ (China Food & Drinks Fair) ჩატარდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელმა 32-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა: „თელავის ღვინის მარანი“, „გიუაანი“, „კახური“, „ვიტე ვერა“ (ბესინი), „ვინაგორა“, „კახური ღვინის მარანი“, „ასკანელი ძმები“, „BG Wines”, „ჩელთი“, “თბილღვინო”, “ფალავანი”, “კოტეხი”, “ვაინმენი”, “ქიმერიონი”, “შილდა”, „სათავადო“, “თელიანი ველი”, „ჯიმშერი“, “კორპორაცია ქართული ღვინო”, “ბოლერო და კომპანია”, “შატო მუხრანი”, “მეღვინეობა ხარება”, GWS, “ბატონო”, KTW, “მარანული”, “ქართული ღვინის სახლი”, “მოსმიერი”, შპს „კორპორაცია ქინძმარაული“, „შუხმანის ღვინოები“, “ვაზიანი კომპანი” და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“.

China Food & Drinks Fair 1955 წლიდან ტარდება და ჩინეთში უმნიშვნელოვანეს გამოფენად ითვლება. წელს, რიგით 98-ე China Food & Drinks Fair-ის საგამოფენო სივრცე 300 ათას კვ.მ-ზე იყო გაშლილი. აქ ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან  4500-ზე მეტი მონაწილეა წარმოდგენილი და გამოფენას 200 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქართული ღვინის კომპანიები China Food & Drinks Fair -ზე უკვე მეოთხე წელია მონაწილეობენ. მონაწილე კომპანიების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გამოფენას ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძე ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ წლევანდელი გამოფენა კომპანიებისთვის წარმატებული და პროდუქტიული აღმოჩნდა.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.