Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ქვეყანაში არასტაბილური გარემო ღვინის რეალიზებაზე დიდწილადაა დამოკიდებული” - ინტერვიუ “წერო ვაინთან”

ღვინის კლუბში" ახალი რუბრიკა გვაქვს, “გაიცანი მეღვინე”, რომლის ფარგლებში ყოველკვირეულად სხვადასხვა მარანსა და მეღვინეს გაგაცნობთ. ახლა მეღვინეობას “წერო ვაინს” წარმოდგენთ, რომელსაც ქართლის რეგიონში, სოფელ წეროვანში  2018 წლიდან ირაკლი გეწაძე და ელენე ჯაღმაიძე უძღვებიან. როგორც ელენე გვიამბობს, ის თავდაპირველად სხვა სფეროში საქმიანობდა, თუმცა მეღვინეობისადმი დიდი ინტერესის გამო გადაწყვიტა კარიერის შეცვლა და საფუძვლიანად შეისწავლა მევენახეობა-მეღვინეობა. 

“წერო ვაინი” ძირითადად ქართლის ადგილობრივ ჯიშებს აწარმოებს, როგორიცაა ჩინური, თავკვერი და შავკაპიტო, თუმცა გააშენეს ასევე დანახარულის ვენახი, მუშაობენ კახურ ჯიშებთან, როგორიცაა რქაწითელი, საფერავი (მუკუზანი) და წარაფი, ასევე აქვთ მუსკატი, რომელიც ქართლის მევენახეობაში იშვიათად გვხვდება.

- ყოველ მეღვინეს აქვს ის ერთი განსაკუთრებულიღვინო, რომლითაც ძალიან ამაყია. რომელი წლის მოსავალი იყო ეს თქვენთვის და რა გახადა ისგამორჩეული?

- ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და ავთენტურია ჩინური, კლასიკური ტექნოლოგიით. პირველივე წლიდან მოყოლებული ყოველი შემდეგი წელი ჩვენთვის უფრო და უფრო საინტერესო ხდება, თუნდაც იმიტომ რომ გვემატება პრაქტიკა, გამოცდილებაც, რომელსაც მაქსიმალურაად ვცდილობთ ავსახოთ ღვინოში. შესაბამისად ყოველი წელი განსხვავებულად და განსაკუთრებულად გვიყვარს. ამ ყველაფერს ამძაფრებს ისიც, რომ „წერო ვაინი“ მომხმარებლისთვის ასოცირდება პირველ რიგში ჩინურთან და შემდეგ უკვე სხვა ჯიშებთან.

გვაქვს 50 წლიანი ვენახიც, ჩვენთვის ორგანულია ქართლის ჯიშებტან მუშაობა, შესაბამისად ძირითადად ვაწარმოებთ ჩინურს, რომელიც ვცადეთ ჭაჭაზეც, მაგრამ ჩვენთვის ბევრად მისაღები და საინტერესო აღმჩნდა კლასიკური ვერსია, ასევე ქართი თავკვერისა და შავკაპიტოს გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომაც გვაქვს ეს ორი წითელი ჯიშიც. ჩვენთვის ასევე ძალიან საინტერესოა მივიწყებული, მაგრამ დიდი პოტენციალის მქონე ჯიშებთან მუშაობა და ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეშენებინა დანახარულის ვენახი, რომლის პირველი მოსავალი წელს უკვე გვქონდა,  შიგადაშიგ ასევე „წერო ვაინში“ ვმუშაობთ კახურ ჯიშებთანაც, როგორებიცაა რქაწითელი, საფერავი(მუკუზანი), წარაფი და სხვა.  გვაქვს ასევე მუსკატი, რომელიც საკმაოდ საინტერესოა და არც თუ ისე ხშირად გვხვდება ქართლის მევენახეობაში.

- რა იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს მარანში მიგიღიათ? როგორ განსაზღვრა მან თქვენი ბრენდის დღევანდელისახე?

- მოგეხსენებათ საქართველო ძირითადად ცნობილია ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოოგით და ამიტომ ჩვენც დავიწყეთ ტრადიციბს გავყოლოდით, რომელიც ქართლის ჯიშებზე ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა, განსაკუთრებით ჩინურზე, ამიტომაც ჩვენთვის საკმაოდ რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო რომ გვეწარმოებინა ძირითადად კლასიკური ტექნოლოგიით ღვინოები. 

- რა იყო ყველაზე დიდი, საინტერესო დაბრკოლება, რომელიც გადალახეთ, და რა მიზნები გაქვთ სამომავლოდ?

- თვაიდან მეღვინეობა რომ დავიწყეთ არავინ იცოდა ვინ იყო „წერო ვაინი“, შესაბამისად ყველაზე დიდი გამოწვევა თავდაპირველად იყო ადგილის დამკვიდრება და ადამიანებისთვის გაცნობა ჩვენი მეღვინეობის. დღეს დღეობით ეს დიდ წილად შევძელით, რადგან სამაოდ დიდი რაოდენობა უკვე იცნობს ჩვენს მეღვინეობას. 

სამომავლოდ ვფიქრობთ ნელ-ნელა გავზარდოთ ღვინის წარმოება ისე, რომ ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. 

- როგორ აღწერდით თქვენს ღვინის სტილს? რა არის ის მთავარი ღირებულება, რასაც ყველა თქვენსბოთლში გრძნობთ?

- ჩვენი ღვინისთვის დამახასიათებელია სიცოცხლე და სიხალისე, რომელშიც ვგულისხმობთ მის ფერს, არომატს, ადგილისთვის დამახასიათებელ მჟავიანობას, რომელიც შემდგომ გამოიხატება თითოეულ ბოთლში. მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვიყენოთ ჯიშური პოტენციალი და გადავიტანოთ ჭიქაში. 

- როგორ უყურებთ ღვინის ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში და როგორია თქვენი ხედვა ადგილობრივი თუ საერთაშორისობაზრისთვის?

- ღვინის ინდუსტრია ყოველდღიურად ძალიან სწრაფად ვითარდება, რომელშიც დიდი კონკურენციაა და ფეხის აყოლა სჭირდება. დღს დღეისობით ძალიან ბევრი მწარმოებელია ბაზარზე, რომლებიც აწარმოებენ საინტერესო ღვინოებს და მათთან კონკურენციის გაწევა საკმაოდ რთულია, ამიტომ ყოველწლიურად აუცილებელია ხარისხის გაზრდაზე ორიენტირებულება. ასევე დიდი გამოწვევაა პოლიტიკური ვიტარება საქართველოსა თუ მსოფლიოში, რაც ხელს უშლის რეალიზაციას. 

არასტაბილური გარემო ქვეყანაში დიდწილადაა დამოკიდებული ღვინის რეალიზებაზე, ამიტომაც საჭიროა ქვეყანაში თუ მის გარეთ სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა და შენარჩუნება, იმისათვის რომ ხალხს ჰქონდეს ხალისი და დაინტერესება მიირთვან თუ გაიტანონ საქართველოს ფარგლებს გარეთ ღვინო. 

- თუ შეუზღუდავი რესურსები გექნებოდათ, რა არის პირველი, რასაც თქვენს ვენახში ან მარანში შეცვლიდით?

- პირველ რიგში ავაშენებდი ახალ მარანს და გავაშენებდი პოტენციალის მქონე იშვიათ თუ ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილ ჯიშებს. 

- რა არის ყველაზე გავრცელებული მცდარიწარმოდგენა მეღვინეობაზე, რომლის შეცვლაცგსურთ ღვინის მოყვარულებში?

- ვფიქრობ სიახლეების მიღება აუცილებელია ყველა სფეროში და გამონაკლისი არც მეღვინეობა არ არის. მოგეხსენებათ ჩვენ ჯერ-ჯერობით ქვევრზე უარი ვთქვით და ნაკლებად წავედით ტრადიციული გზით, რაც ასევე ბევრისთვის რთული წარმოსადგენია ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით პატარა მარნისთვის. ვფიქრობთ განსხვავებული ტექნოლოგიების და ექსპერიმენტების ცდაში ცუდი არაფერია გარდა განვითარებისა თუნდაც ეს მოიცავდეს დამხმარე მასალების გამოყენებას საჭიროების შემთხვევაში. 

- როგორ იცვლება თქვენი მომხმარებლის პროფილი როგორი ღვინო სურს დღევანდელ მყიდველს?

- მყიდველის გემოვნება შეიძლება ითქვას ყოველდღიურად იცვლება, რაც როგორც სეზონზე, ასევე განწყობაზეცაა დამოკიდებული, თუმცა არიან რა თქმა უნდა სტაბილური მომხმარებლები, რომლებიც იმას მოიხმარენ რაც იციან და მოსწონთ. ჩვენს შემთხვევაში ღვინის მოხმარება რაღაც წილად დამოკიდებულია თუნდაც სეზონზე, რომელიც აისახება თეთრი და წითელი ღვინის მოხმარებაზე. წითელი ღვინის მოხმარება უფრო მეტად შეიმჩნევა ზამთრის და ცივ პერიოდებში, ხოლო გაზაფხული, ზაფხული და თბილი ამინდების დროს თეთრი კლასიკური ღვინოების მოხმარება იზრდება, რომელიც გასაკუთრებულად კარგი არჩევანია მსგავს პერიოდში. 

მეღვინეობა საკმად რთულია და დიდ შრომასმოითხოვს.

- რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას, რომ ეს საქმე განაგრძოთ?

- შეიძლება ცოტა ბანალურად ჟღერდეს და გაცვეთილად, მაგრამ სიმართლე მხოლოდ ამ საქმის სიყვარულია. ჩვენთვის ეს საქმიანობა მოგეხსენებათ მხოლოდ ჰობი არ არის, შესაბამისად ტავიდანვე ვიცოდით, ვიცით და მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის, რომელიც არა ერთი შეგვხვედრია და კიდევ ბევრჯერ შეგვხვდება მომავალ გზაზე. შრომის მოყვარეობა და საქმისადმი სიყვარული არის გასაღები რაც გვაძლევს იმის სტიმულს, რომ მიუხედავად რთული საქმისა გავუძღვეთ ამ საქმიანობას. 

- გაქვთ თუ არა საყვარელი ქართული ან უცხოური ღვინო, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ?

- როგორც უკვე მომხმარებელზე ვისაუბრეთ, ჩვენც რომ წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი მომხმარებლის მხრიდან, ასევევ ვართ დამოკიდებული ამინდზე ხასიათსა თუ სეზონზე. შესაბამისად არ დავასახელებთ კონკრეტულ ჯიშსა თუ ტექნოლოგიას, რადგან ჩვენს შემთხვევაში ყველა ტიპის ღვინოს თავისი ხასიათი აქვს, რომელსაც შესაბამისი სიტუაცია სჭირდება. 

 © ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული