Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი

ელენე ცინცაძე

ივნისში  საქართველოს ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეექვსედ იმართება ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს, ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით.

კონკურსის მიზანია მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა და სხვა ქვეყნებში წარმოებული ქვევრის ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლება.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქვევრის ღვინის მაწარმოებლებმა, ღვინის საწარმოებმა, ინდივიდუალურმა მეღვინეება, კოოპერატიებმა და მეღვინეთა გაერთიანებებმა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე კომპანიასა თუ კერძო პირს ნიმუშები ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის წესების დაცვით უნდა წარედგინა. ღვინო უნდა ყოფილიყო გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული და წარდგენილი ღვინის მინიმალური ნაშთი 400 ბოთლზე მეტი უნდა ყოფილიყო. ბოთლის ეტიკეტზე კი მწარმოებელი კომპანიის, ღვინის  და ჩამოსხმის წლის დასახელებასთან ერთად აუცილებლად უნდა ყოფილიყო მითითებული ასევე ყურძნის ჯიში, რეგიონი და მოცულობა. როგორც კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, კონკურსში მონაწილე ღვინოს უნდა ჰქონოდა კომერციული ეტიკეტი, უნდა ყოფილიყო  ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში და სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილი ინფორმაცია ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის იდენტური უნდა ყოფილიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიას მაქსიმუმ 10 სახეობის ღვინის ნიმუშის წარდგენა შეეძლო.

შარშან ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე 400-ზე მეტი ღვინის ნიმუში იყო წარდგენილი. ქართველი ღვინის ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ თითოეული ღვინო გასინჯა და შეაფასა.

როგორც კონკურსის მთავარ გვერდზე ვკითხულობთ, მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ ღვინოებს შეეძლოთ, რომლებიც  დადუღებული და დავარგებულია არანაკლებ მათი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე. ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს გამოვლინდებიან.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული