Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის ღვინის დეგუსტაცია და წვეულება დიუსელდორფში

ProWein go to city-ის პროგრამის ფარგლებში ქვევრის ღვინის დეგუსტაცია 20 მარტს, დიუსელდორფში გაიმართება. ქვევრის ღვინის წვეულებაზე სტუმრები სხვადასხვა ქვევრის ღვინოს დააგემოვნებენ საქართველოს მცირე, ნატურალური მარნებიდან, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ღვინის ხარისხს. 

დეგუსტაციასთან ერთად იქნება პრეზენტაციაც ქართული ღვინის ისტორიისა და ქვევრის ტექნოლოგიის შესახებ, დეგუსტაციის შემდეგ კი გაიმართება წვეულება. ღონისძიების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლებაა გერმანულ საზოგადებაში. წარმოდგენილი იქნება საქართველოს 6 სხვადასხვა რეგიონიდან 6 მარნის 6 ღვინო, ეს კი იმიტომ, რომ როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ღვინოებიც უკეთ გაიცნონ და შეადარონ ერთმანეთს.

პრეზენტაციას იქ მცხოვრები მეღვინე და სომელიე, ნანა ჯოჯიშვილი წარადგენს: “prowein ვინაიდან ყოველ წელს იმართება და მეც წლებია მაქვს მასთან შეხება, გადავწყვიტე რომ ეს პროექტი, ქვევრის ღვინის დეგუსტაცია და წვეულება, გამეერთიანებინა. დავუკავშირდი Prowein-ს, შევთავაზე ჩემი პროექტი, რომელიც მოეწონათ და დაამტკიცეს, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო” - აღნიშნავს ნანა. 

ProWein goes City წარმოადგენს ProWein მესეს და დუსელდორფის ბიზნეს ასოციაციის ერთობლივ პროგრამას. ამ პროგრამაში  მონაწილეობისთვის უნდა წარუდგინო ორგანიზატორებს პროექტი, რომელიც საინტერესო იქნება მესეს სტუმრებისთვის. აუდიტორია საკმაოდ დიდია, 2022 წელს მესეს 38 002 სტუმარი ჰყავდა 145 ქვეყნიდან, 919 ჟურნალისტი 44 ქვეყნიდან.  ProWein goes city მესეს სტუმრებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს 19 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით. დაგეგმილ ღონისძიებებიდან ერთ-ერთი არის სწორედ Qvevri Wine Party, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება, ქართული ღვინის დეგუსტაცია და ქვევრის ღვინის წვეულება. რახან Prowein-მა ეს პროექტი დაამტკიცა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ვებ.საიტზე ფართო აუდიტორია გაიგებს ამ ღონისძიების შესახებ შესახებ: “ამხელა პლატფორმას რომ გითმობენ, რომელსაც 40 000 დამთვალიერებელი ჰყავს, ძალიან სასიამოვნოა და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.” - აღნიშნავს ნანა.

როგორც ნანა გვიყვება, “ქვევრის ღვინის დეგუსტაციაზე” წარმოდგენილი იქნება პატარა მარნები, რომლებსაც ნატურალური მიმართულება აქვთ არჩეული. დეგუსტაციაზე უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანია დარეგისტრირებული, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინტერესი საკმაოდ დიდია ქართული ღვინის მიმართ: “ჩემი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. პროექტი უფრო მეტად მოიაზრებს ახალი სამიზნე ჯგუფის შექმნას. რახან ქართული ღვინო უფრო მეტად მაღალ სეგმენტში ითვლება, მე მინდა, რომ სტუდენტებსა და ახალგაზრდებსაც ამ წვეულებითა და დეგუსტაციით ჩვენი ქვევრის ღვინო გავაცნო.” - გვიამბობს ორგანიზატორი. 

ღონისძიება დიუსელდორფში, 20 მარტს გაიმართება.

©ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული