Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინოების დეგუსტაცია ლაიფციგში

სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით  საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის - GBDC-ის  ორგანიზებით 30 საოჯახო მარნისა და 5 მცირე ღვინის საწარმოს 100 სახეობის ღვინის დაგემოვნება გახდება შესაძლებელი გერმანიიაში, ქალაქ ლაიფციგში, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის კიდევ ერთი კარგი მაგალითია. ღონისძიება 8 ივლისს გაიმართება. დეგუსტაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ ბმულით.

დაგეგმილი ღვინოების დეგუსტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ  სომელიები, ღვინის პროფესიული ასოციაციების წარმომადგელები, ღვინით მოვაჭრე ორგანიზაციები, ღვინისა და მევენახეობის სპეციალისტები, გერმანიის მეღვინეობის უნივერსიტეტების სტუდენტები და პრესის წარმომადგენლები, არის GBDC - ის მიერ 2022 – 2023 წელს, გერმანიაში და ევროპაში დაგეგმილი ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებების დასაწყისი.

21 ივნისს, 17:00-ზე, ღვინის ქარხანაში (პეტრიაშვილის ქუჩაზე) ჩატარდება ლაიფციგში გაგზავნილი ქართული ღვინოების დეგუსტაცია. მათ მეღვინეობის დარგის სტუდენტების გასინჯავენ და შემდეგ შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ გერმანელ სტუდენტებს, რომლებიც მოწვეულები არიან ლაიფციგში დაგეგმილ 8 ივლისის ღვინის დეგუსტაციაზე. ქართველ და გერმანელ სტუდენტებს შორის თანამშრომლობას მეღვინეობის დარგში მხარს უჭერენ GBDC და Geizenheim -ის  უნივერსიტეტი.

ლაიფციგში ღვინის დეგუსტაციის მხარდამჭერები არიან საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო  და საქართველოს საელჩო გერმანიაში. ღონისძიების პარტნიორი  კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

ღვინის დეგუსტაცია ტარდება მენეჯერთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.  პროგრამა  ხორციელდება სააგენტო "აწარმოე საქართველოშის“,  გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით (BMWK)  და GIZ-ის მხარდაჭერით.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში GBDC - ის აღმასრულებელი დირექტორი  სერგო ბარამიძე და ქართველი მეღვინეები სამუშაო ვიზიტით ეწვევიან გერმანიის ქალაქ ლაიფციგს 27 ივნისადან 11 ივლისის ჩათვლით და გამართავენ B2B და B2C შეხვედრებს ქართული ღვინის გერმანიაში ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდის მიზნბით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.