Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო სტოკჰოლმის გამოფენაზე

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ღვინისა და საკვების უმსხვილესი გამოფენა Stockholm Food and Wine 2019 გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიაც მონაწილეობდა. გამოფენა დიდი პოპულარობით სარგებლობს სკანდინავიის რეგიონში და მას ყოველწლიურად 40 ათასამდე ღვინის პროფესიონალი და მომხმარებელი სტუმრობს.

გამოფენაში მონაწილეობით ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს  საშუალება  ეძლევათ საკუთარი პროდუქცია გააცნონ შვედ მომხმარებელს, ადგილობრივ ექსპერტებს, სომელიეებს, ღვინის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს და იმპორტიორებს, რომლებთან კონტაქტების დამყარება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს შვედურ ბაზარზე ქართული პროდუქციის დასამკვიდრებლად.

გამოფენის ორგანიზატორებისა და შვედი მომხმარებლების მხრიდან ინტერესი ქართულ ღვინის მიმართ ბოლო წლებში საგრძნობლად არის გაზრდილი, რაზეც ღვინით ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკაც მიუთითებს. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, შვედეთში ექსპორტირებულია 65 ათასი ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 460%-ით არის გაზრდილი.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული