Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წიგნი ქართულ ღვინოზე The Guardian-ის 2017 წლის საუკეთესო წიგნების ჩამონათვალში

რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოს წამყვანმა გამოცემამ, The Guardian-მა 2017 წელს სასმელის შესახებ დაწერილი საუკეთესო წიგნების მიმოხილვა გამოაქვეყნა. The best books on drink of 2017, ასე ჰქვია ჰენრი ჯეფრისის (Henry Jeffreys) შედგენილ ათეულს, სადაც ავტორმა დიდი ადგილი მიქელ ჰუდინისა (Miquel Hudin) და დარია ხოლოდილინას (Daria Kholodilina) მიერ ქართული ქვევრის ღვინოზე დაწერილ წიგნს - Georgia: A Guide to the Cradle of Wine (Vinologue) დაუთმო. წიგნის შესახებ The Guardian წერს, რომ ეს არის უნიკალური კულტურის მქონე ქვეყნის ღვინოების გზამკვლევი და რომ საქართველოში ღვინოს ქვევრში 8000 წლის წინ აყენებდნენ და ეს ტრადიცია უწყვეტია დღესაც.

ჰენრი ჯეფრისი აღნიშნავს, რომ 2017 წელი გამორჩეული იყო სასმელის შესახებ დაწერილი წიგნების არნახული მოსავლით. მიმოხილვაში შეხვდებით ასევე მარკ ფორსაიტის (Mark Forsyth) წიგნს - "სიმთვრალის მოკლე ისტორია" (A Short History of Drunkenness) (Viking), რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ განსხვავებულ ზემოქმედებას ახდენს ალკოჰოლი სხვადასხვა კულტურის ადამიანებზე.

შემდეგი წიგნი, როდ ფილიფსის "ღვინის 9000 წელი: მსოფლიოს ისტორია"(Rod Phillips, 9,000 Years of Wine: A World History (Whitecap) ღვინის ფრანგული რევოლუციის ისტორიის შესახებ კვლევაა.

ვიქტორია მურის Wine Dine Dictionary (Granta) ღვინისა და კერძის შესახებ ორენოვანი ლექსიკონია.

რობერტ უოლტერსის  "შამპანურის საიდუმლო ისტორიას" (Robert Walters, A Secret History of Champagne), The Guardian ყველაზე პროვოკაციულ ღვინის წიგნად ასახელებს. უოლტერსის მიხედვით, შამპანში მოსავლები ძალზე უხვია, გადაჭარბებული რაოდენობის დაბალი ხარისხის ყურძენი იკრიფება ერთ ჰექტარზე, ხოლო 1998 წლამდე ვენახები პარიზის ნაგვით ნაყოფიერდებოდა. დიდი სახლები ყურძენს ან მზა ღვინოს მთელი რეგიონიდან ისე ყიდულობენ, რომ ხარისხს ყურადღებას არავინ აქცევს. უხარისხო ღვინოს კი შემდეგ შაქრითა და საფუარით ფარავენ. წიგნში უოლტერსი მხოლოდ შამპანის შესახებ გავრცელებული მითების მსხვრევით არაა დაკავებული, არამედ იმ მეღვინეებსაც წარმოგვიდგენს, რომლებიც ცდილობენ განსხვავებულის შექმნას.

ჩამონათვალში ასევე ნახავთ წიგნებს: That S*it Will Never Sell!”,  The Way of Whisky: A Journey around Japanese Whisky, Whiskies Galore: A Tour Around Scotland’s Island Distilleries, Miracle Brew, 20th Century Pub.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული