Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავის ფასი 60 თეთრი იქნება, რქაწითელის 40

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული წინასწარი ინფორმაციით, წელს 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 60 თეთრი იქნება, რქაწითელის 40 თეთრი. აქედან, რქაწითელში 25 თეთრს საწარმო გადაიხდის, 15 თეთრი სუბსიდირების ფარგლებში ანაზღაურდება. საფერავში კი სუბსიდიიდან 20 თეთრი ანაზღაურდება, 40 თეთრს საწარმო გადაიხდის.
როგორც ღვინის ქარხნის მეპატრონეებმა აღნიშნეს, ყურძნის მიღების შემთხვევაში, ჩაიბარებენ სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენსაც, რქაწითელს 15 თეთრად, ხოლო საფერავს 25 თეთრად. სუბსიდია დაზიანებულ ყურძენზეც გაიცემა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, წელს კახეთში რთველი 24 აგვისტოს დედოფლისწყაროდან დაიწყება და ყურძის ჩასაბარებლად რეგიონში 34 პუნქტი იმუშავებს. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, ყურძენს რომელი ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ და სუბსიდიისთვის მთავრობა ბიუჯეტიდან რა თანხას გამოყოფს.

© GHN

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული