Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო და იაპონელი იმპორტიორები

კენიჩი ოჰაში, იაპონელი ღვინის მაგისტრი, საქართველოს ბოლო ხანებში რამდენჯერმე ეწვია. იგი წარმოადგენს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge“-ს, რომელიც 2017 წელს ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას ახორციელებს იაპონიაში.

ბოლო ხანებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ვიზიტების დროს, ის რამდენჯერმე ესტუმრა ქართულ ღვინის კომპანიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, საფუძვლიანად გაეცნო ქართული მეღვინეობის პრინციპებს, ისტორიას, ვაზის ჯიშებს. "კენიჩი ოჰაში შარშანაც იყო საქართველოში, იცნობდა ქართულ ღვინოს. ერთი თვის წინ ისევ გვესტუმრა და  ქართულ ღვინოზე სრული ინფორმაცია მივაწოდეთ", აღნიშნა ელენე კიკნაძემ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ამჯერად კენიჩი ოჰაში საქართველოში იაპონელი იმპორტიორების ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. ჯგუფის შემადგენლობაშია ოთხი იმპორტიორი და ერთი ცნობილი იაპონელი სომელიე მოტოჰირო ოკოში. ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის ადგილზე გაცნობა და შემდგომში იაპონელი მომხმარებლისთვის შეთავაზებაა.

იაპონელი ღვინის იმპორტიორები ესტუმრნენ ღვინის კომპანიებს: „თბილღვინო“, „შატო მუხრანი“, „ლაგვინარი“, „გიუაანი“, „მარანული“, „ფაფრის ველი“, „კარდენახის ღვინის მარანი“, „კახური ღვინის მარანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „კახური“, „ორგო“, „შუხმანის ვაინს ჯორჯია“, „მეღვინეობა ხარება“, „შუმი“, „ალავერდის მონასტერი“, „ვაზიანი კომპანი“, „საწნახელი“, „შალაური“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „გოცას ღვინოები“. იაპონელ პროფესიონალებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება კლასიკურ ღვინოებთან ერთად  ქვევრის ღვინომ მოახდინა.

"ძალიან ბევრი კომპანიის ღვინო გასინჯეს, ქვევრის ღვინო კი განსაკუთრებით მოსწონთ, დიდ კომპანიებშიც ითხოვდნენ მას და თეთრ ღვინოებზე აკეთებდნენ აქცენტს. ჩვენც ვცდილობდით ბევრი ქართული ღვინის კომპანია ჩაგვერთო, ვინც იაპონური ბაზრით არის დაინტერესებული, მოგეხსენებათ, იაპონიის არაერთ მნიშვნელოვან გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა ქართულმა კომპანიებმა" - აღნიშნა ელენე კიკნაძემ.

იაპონელი იმპორტიორი ტაკაკო ოსავა აღფრთოვანებულია ქართული ღვინით. ის უკვე იცნობდა რამდენიმე უნიკალურ ქართულ ღვინოს იაპონურ ბაზარზე და სწორედ ამან დააინტერესა და ჩამოიყვანა საქართველოში. მოხიბლულია ღვინის მრავალფეროვნებით და თვლის, რომ ქართული ღვინო იაპონური ბაზრისთვის საკმაოდ მიმზიდველია თავისი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასით. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ბაზარზე უხვადაა იტალიური, ესპანური და სხვა ქვეყნების ღვინოები, მსგავსი ვიზიტების შედეგად,  ქართული ღვინო იაპონური ბაზრისთვის საინტერესო გახდება.

როგორც ელენე კიკნაძემ გვითხრა, კენიჩი ოჰაშიმ, ტურის ნახევარი კომპანიები თვითონ შეარჩია, რადგან უკვე იცნობდა ქართულ ღვინოებს. "უნდა, ისეთი ღვინო შეარჩიოს, რომელიც იაპონურ სამზარეულოს შეეხამება. ქვევრის მწარმოებელსაც ეწვივნენ, ზაზა კბილაშვილს, აინტერესებდათ ქვევრის შექმნის პროცესი. ამ ვიზიტის ფარგლებში, დღეს ჩატარდა სემინარი - იაპონური ბაზრის თავისებურებები და ქართული ღვინის პოტენციალი".

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული