ავტორი საქართველოში მისი მოგზაურობის შესახებ wanderwiles-ზე წერს და განსაკუთრებულ ყურადღებას კახეთის რეგიონის ღვინის მარნებსა და მათ ტრადიციებზე ამახვილებს.
წერს "მეღვინეობა ხარებაზე" და დეტალურად აღწერს ღვინის დეგუსტაციის პროცესს: “მარანი განთავსებულია მთებში გამავალი გვირაბების ქსელში, სადაც შესვლისთანავე სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა დააგემოვნონ სხვადასხვა ღვინის სტილი და დაათვალიერონ ღვინის ტექნოლოგიები. ძალიან მოვიხიბლეთ გარემოთიც და ღვინითაც”. ავტორი განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ ქართულ ღვინოს 8000 წლიანი ისტორია აქვს. დეგუსტაციის პროცესში კი გასინჯეს სხვადასხვა ტიპის ღვინოები: ოქროსფერი მონასტრის ღვინო, კახური ყურძნისგან დამზადებული ნახევრადტკბილი წითელი ღვინო "Eulogy", ათწლიანი თეთრი ბლენდი და სხვა.
ღვინის დეგუსტაციის შემდეგ, ავტორი მკითხველს ქართული კერძებისა და მასტერკლასების შესახებ უამბობს, თუ როგორ მიიღო მონაწილეობა ტრადიციული ქართული კერძების მომზადებაში, რაც ძალიან სასიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა მისთვის: “გამოვახცეთ პური, ხაჭაპური, გავაკეთეთ ხინკალი და ჩურჩხელა. ამ ყველაფერს კი თან ახლდა ადგილობრივი ღვინის დეგუსტაცია. საბოლოო ჯამში არაჩვეულებრივ მოგონებად დარჩა ეს დღეები”.
შემდეგი გაჩერება მცირე საოჯახო მარანი "წინანდლის ედემი" იყო, სადაც მასპინძელმა ღვინის დამზადების პროცესი დაათვალიერებინა სტუმრებს და მიირთვეს ღვინო და ჩაჭა: “მასპინძელი გვიამბობდა, როგორ უკან წასწია ქართული ღვინის წარმოება საბჭოთა პერიოდმა. დიდი ენთუზიაზმით მოგვიყვა ქართული მეღვინეობის აღორძინების შესახებაც ბოლო წლებში”.
სტატიაში ავტორი იმ რამდენიმე ღვინოს აღწერს, რომლებიც მან კახეთში ღვინის დეგუსტაციისას დააჭაშნიკა, მათ შორისაა:
1. ოქროსფერი მონასტრის ღვინო- ძველი ტრადიციული ქართული ღვინო.
2. კრახუნას თეთრი ღვინო - მომზადებული იმერეთის რეგიონში მოყვანილი ყურძნისგან.
3. ათი წლის დავარგებული თეთრი ბლენფი - ნაზავია რქაწითელის, მწვანესა და კრახუნა ჯიშებისა.
4. მშრალი წითელი ქვევრის მონასტრის ღვინო ალადასტურისგან
5. რვა წლის წითელი საფერავი - მოყვანილი კახეთის რეგიონში.
6. “Eulogy" ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო - საფერავის, ალექსანდროულისა და უსახელოურის ბლენდი.
აქვე, ავტორი აღნიშნავს, რომ მას ძალიან მოეწონა ფორთოხლის ჭაჭა. სტატიას გაეცნობით wanderwiles-ზე.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი