Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ქართული ღვინის წარმატება მათ დიდ ისტორიაში იმალება” - CBS News

აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა და პოპულარულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი  “Ancient Vines” მოამზადა, რომლის პრემიერაც CBS - ის ეთერში 26 ნოემბერს გაიმართა.  

სიუჟეტში საქართველოს ღვინის წარმოების 8 ათასწლიან ისტორიასა და მის განვითარებაზე ისაუბრეს. გადაღებები ალავერდის ეპარქიაში, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, მექვევრე ზაზა კბილაშვილთან  და მეღვინეობაში „ხოხბის ცრემლები“მიმდინარეობდა, სიუჟეტში ქართულ სამზარეულოზე შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე საუბრობს.

ვიდეორგოლსა და სტატიაში თავდაპირველად ქართული ღვინის ჯიშების ისტორიას ახსენებენ: “ერთ დროს ქვეყანაში გავრცელებული ინფორმაციით 1400-ზე მეტი ადგილობრივი ვაზის ჯიში იყო. უმეტესობა საბჭოთა პერიოდში განადგურდა. მაშინ, როდესაც რაოდენობამ მრავალფეროვნება ჩაანაცვლა - დაახლოებით 525 ჯიშის ყურძნიდან მხოლოდ ოთხი ან ხუთი იყო კომერციულად ხელმისაწვდომი. იმის გამო, რომ მეღვინეობა ქვეყნის იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, გაიხსნა კვლევითი ცენტრები, გაშენდა ვენახები ასობით ყურძნის ჯიშის რეკულტივაციის მიზნით, რომლებიც ბევრს დაკარგული ეგონა.” - ვკითხულობთ სტატიაში. 

ავტორი “ხოხბის ცრემლების” დამფუძნებელზე წერს, ჯონ ვურდემანზე, რომელიც 25 წლის წინ ჩამოვიდა და 2006 წელს მეღვინეობა “ხოხბის ცრემლების” ისტორიაც დაიწყო: “საბედნიეროდ, ქართველმა მეღვინეებმა ეს ჯიშები თავიანთ პატარა ვენახებში შეინარჩუნეს. ჩვენც ასე დავიწყეთ, კარდაკარ დავდიოდით იმ მევენახეებთან, რომლებიც თავიანთი წინაპრების ჯიშებს აცოცხლებდნენ. ქართული ღვინის მრავალფეროვნება სუფრას დიდხნიანი პერიოდის შემდეგ ისევ დაუბრუნდა.”

ავტორი ალავერდის მონასტრის ეპისკოპოს დავითსაც ესაუბრა, სადაც ბერები ღვინოს VI საუკუნიდან აყენებენ: “ ყოველთვის, როდესაც ვენახში ან მარანში ვართ, ვგრძნობთ, რომ ღმერთი ჩვენთან ახლოსაა“, - ამბობს ეპისკოპოსმა დავითი. ბერები წელიწადში დაახლოებით 20000 ბოთლ ღვინოს აწარმოებენ ადგილობრივების დახმარებით, რომლებიც მიწაზე მუშაობენ.მონასტრის ტერიტორიაზე ასი ყურძნის ჯიშია დარგული, რომელთაგან ზოგიერთი 900 წლით თარიღდება. 

“ქართული ღვინის პოპულარიზაცია არც ისე ადვილი იყო” - აღნიშნავს ვურდემანი: “სულ მცირე 40 ჯიშის ქართული ღვინო იწარმოება გასაყიდად, თუმცა ყველაზე დახვეწილ სომელიეებსაც კი უჭირთ მათი სახელების წარმოთქმა.  ქართველებს საკუთარი ენა, ღვინის კულტურა, კულინარიული კულტურა და ისტორია, რომელიც უძველესია. საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ღვინო საზღვებს გარეთ გაეტანათ და მსოფლიო ბაზარზე ადგილი დაემკვიდრებინათ”

გასულ წელს საქართველომ 140 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო 65-ზე მეტ ქვეყანაში გაიტანა. შარშან მილიონნახევარი ბოთლი გაიგზავნა აშშ-ში, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 30%-იან ზრდას ნიშნავს. 

როგორც “ღვინის ეროვნული სააგენტოს” გვერდზე ვკითხულობთ, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანია #CNN-ისთვის მომზადდა ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი, რომელიც დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, იტრიალებს ტელეკომპანიის ეთერში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.