Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გია ჯამბერიძე, გია ჯამბერიძის საოჯახო მარანი, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (59)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარნის დაარსება გადავწყვიტე 2015 წელს, როდესაც თბილისში ახალი ღვინის ფესტივალზე მივიღე მონაწილეობა.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ვაზის ჯიშებიდან გაშენებული მაქვს ციცქა და ცოლიკოურის ჯიშები. უმეტესად ცილოკოური ჭარბობს. ყურადღების გამახვილებას ვაპირებ ძველ ჯიშებზე, წელს დავრგე 170 ძირი ჩხავერი, სამომავლოდ ვაპირებ ოცხანური საფერეს გაშენებას.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ვაწარმოებ ციცქა-ცოლიკოურს. ღვინოს ვაყენებ მუხის კასრში. გამორჩეულია იმით, რომ  არის ნატურალური, დამზადებულია  საოჯახო ტარდიციებით, ბუნებრივად დაწმენდილია და არის დანამატების გარეშე.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

თავიდანვე ღვინოს ადგილობრივად ვყიდდი, მაგრამ  გაოცებული დავრჩი, როდესაც ახალი ღვინის ფესტივალზე  ერთ-ერთმა უცხოელმა ერთ ლიტრ ღვინოში 40 ლარი გადამიხადა. პირველად შევიტანე მაღაზიაში  ,,8000 მოსავალი’’, შემდეგ სხვა მაღაზიები დამიკავშირდნენ. ამჟამად დაახლოებით 10 მაღაზიასთან მაქვს ურთიერთობა.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

უცხოეთის ბაზარზე ჩემი ღვინო არ გადის.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ღვინოსთან და ვაზთან  მუშაობა ძალიან შრომატევადია. საჭიროა მევენახეობა და მეღვინეობაში ცოდნის ამაღლება.  მცირე მარნებს უფრო მეტი გასაღების ბაზარი სჭირდება.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ღვინის კულტურა ვერ განვითარდება თეორიული ცოდნის გარეშე, საჭიროა მეტი ტრენინგები მეღვინეებთან, რაც სამწუხაროდ რეგიონში არ ტარდება. მხოლოდ ფესტივალების საშუალებით ხდება მარნების გაცნობა და მათი ღვინოების დაგემოვნება.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

ვურჩევდი, მეტი განათლება მიიღონ ამ სფეროში.

მარნის დასახელება: გია ჯამბერიძის საოჯახო მარანი

მარნის მისამართი: გურია, ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული.

ტელეფონი: +995  577 62 52 18

ელფოსტა: giajamberidze@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: gia jamberidze

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.