25-26 ივნისს საქართველოს ღვინის კლუბი წარმოგიდგენთ ტრენინგს, დღეისთვის ერთ–ერთ ყველაზე აქტუალურ თემას - "ღვინის ტურიზმი"
ტრენინგს გაუძღვება ჯორჯიან თრეველ გრუპის შემომყვანი ტურიზმის განყოფილების უფროსი თამუნა კურტანიძე .
ტრენინგზე განვიხილავთ შემდეგ თემებს:
ღვინის ტურიზმის თანამედროვე ტენდენციები
ღვინის ტურიზმი საქართველოში
მარნის მოწყობა ტურისტების მისაღებად
სწორი კომუნიკაცია სტუმარსა და მასპინძელს შორის
მარკეტინგი: როგორ მოვიზიდოთ მეტი ტურისტი მარანში
• ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე, 11:00 – 16:00 საათები.
• ტრენინგის ღირებულება: ერთ მსმენელი 100 ლარი.
• “ღვინის კლუბის” წევრებისთვის, რომელთაც არ ერიცხებათ საწევრო დავალიანება, გათვალისწინებულია 20%–იანი ფასდაკლება.
• კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო (ღვინის ტურიზმის შესახებ ) ტესტები, სერტიფიკატი, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, მცირე სადილი (2 დღე).
• სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ გამოცდას.
• ტრენინგი ჩატარდება მას შემდეგ, რაც კურსზე დარეგისტრირებული მსმენელების რაოდენობა მიაღწევს 20-ს.
ჯგუფის შევსებისთანავე რეგისტრაცია დასრულდება.
• რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88.
• ჯგუფის დაკომპლექტების ბოლო ვადაა 24 ივნისი
გთხოვთ თანხა გადმორიცხოთ ანგარიშზე:
ააიპ "ღვინის კლუბი"
ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში:GE66TB1144536080100002
თანხა უნდა ჩაირიცხოს არაუგვიანეს 24 ივნისისა.
თქვენი კომენტარი