Home
ქართული | English
ივნისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ბიოღვინო გერმანულ ბაზარზე გადის

გერმანელ ბიზნესმენთა ჯგუფი ქართული ბიოღვინით დაინტერესდა. "საფერავი", რომელსაც ფერმერი გივი ნიკოლაშვილი კახეთში აწარმოებს,  ტრადიციული მეთოდებით, ქიმიური დანამატების გარეშეა დამზადებული. 19-21 თებერვალს გერმანიაში, ბიოპროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე ეს პროდუქტი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანამ" წარადგინა. დღეს კი, გერმანელებმა უკვე 300 000 ბოთლის ყიდვის სურვილი გამოთქვეს.
ბიოღვინის წარმოება გარკვეული წესების დაცვას მოითხოვს. საერთაშორისო სტანდარტებით, ვენახები, საიდანაც ორგანული ღვინო იწარმოება, სამრეწველო ობიექტებისგან მოშორებით, ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე უნდა იყოს გაშენებული. ნიკოლაშვილის ვენახები გურჯაანში, ექვს ჰექტარზეა გაშენებული და ამ სტანდარტების ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. კერძო მეწარმეს ღვინის წარმოების მთელ პროცესში კონსულტაციებს უწევდა საქართველოს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა." უნდა აღინიშნოს, რომ გივი ნიკოლაშვილის "საფერავი" პირველი სერთიფიცირებული ბიოღვინოა საქართველოში. ნიურნბერგში წარმოდგენილი იყო ასევე მეორე ფერმერის, ვაჟა დარჩიაშვილის "საფერავი განსაკუთრებული", რომელიც ამჟამად სერთიფიცირების პროცესშია.
"ბიოფახი" ნიურნბერგში უკვე ოცი წელია იმართება. ნიკოლაშვილის "საფერავი" პირველი ბიოღვინოა საქართველოდან, რომელიც ამ გამოფენაზე გავიდა და მნიშვნელოვანია, რომ მან უკვე მიიპყრო უცხოელთა ყურადღება. უახლოეს მომავალში ქართველი ფერმერი "მანავის მარნის" ღვინის ქარხანაში საექსპორტო პროდუქციის პირველი პარტიის ჩამოსხმას აპირებს.
 
© მადიანი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.