Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსი, 8 ოქტომბერი

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მეოთხე წელია ატარებს „ქართული ღვინის ეროვნულ კონკურს“-ს, რომლის მიზანია, გამოავლინოს საქართველოში წარმოებულ ღვინოებს შორის საუკეთესოები. კონკურსში, ტრადიციულად, მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თითქმის ყველა საწარმო, მათ შორის - მცირე მარნებიც.
წარმოდგენილი იქნება
14 კატეგორია:

•    ცქრიალა ღვინო (თეთრი, ბრუტი)
•    თეთრი მშრალი ღვინო
•    წინანდალი
•    ქვევრის თეთრი ღვინო
•    ვარდისფერი ღვინო
•    წითელიმშრალიღვინო
•    საფერავი
•    პრემიალური საფერავი
•    მუკუზანი
•    ქვევრის წითელი ღვინო
•    უსახელოური
•    ხვანჭკარა
•    ქინძმარაული
•    ჭაჭა

კონკურსის პროფესიულიჟიურის წევრები არიან ენოლოგები და სომელიეები, ხოლო “სახალხო ჟიური“-ში მოწვეული არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები.
პროფესიული ჟიურის თანათავმჯდომარეები არიან: სტივენ სპურიე  - მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, ჟურნალ “დეკანტერი”-ს (Decanter) კონსულტანტ-რედაქტორი, საფრანგეთში ღვინის აკადემიის (Academie du Vin) და ქრისტის (Christie's) ღვინის კურსების დამფუძნებელი, ღვინის წიგნების ავტორი. შალვა ხეცურიანი - საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი.
გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოება გაიმართება 8 ოქტომბერს.
დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში მოხდება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ სომელიესა და ასისტენტ სომელიეს სტატუსების მინიჭება. ასევე, თბილისის ღვინის სკოლის (მათ შორის, WSET-ის) კურსდამთარებულთათვის -  სერტიფიკატების გადაცემა.
ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის საზეიმო დაჯილდოებაზე ტრადიციულად, როგორც წინა წლებში, უკვე მეოთხედ დასახელდება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებული “ქართული ღვინის ორდენი“-ს სამი კავალერი.
ღვინის საწარმოებისათვის კონკურსში მონაწილეობა უფასოა.
ნიმუშების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 5 ოქტომბერი.
მისამართი: საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, თბილისი, ფალიაშვილის ქუჩა#31, პირველი სადარბაზო, მესამე სართული, ოფისი 6.
საკონტაქტო პირები: ანა ხითარიშვილი 599688776; ნატო გუბელაძე 599107794

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2017

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული