Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის მე–3 ეროვნული კონკურსის შედეგები

გუშინწინ, 2016 წლის 2 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონია თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებულებისათვის სერტიფიკატების გადაცემით გაიხსნა. რამდენიმე-საფეხურიან გამოცდებში, მათ შორის — საერთაშორისო WSET-ში წარმატებული კურსდამთავრებულები საზეიმოდ გაწევრიანდნენ საქართველოს სომელიეთა ასოციაციაში სომელიეების და ასისტენტ-სომელიეების სტატუსით. დაჯილდოებაზე, ასევე, ასოციაციის მიერ დაწესებული „ქართული ღვინის ორდენის“ კავალრები გამოვლინდნენ:

დავით ლორთქიფანიძე

ანთროპოლოგი, არქეოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი)

საქართველოს ვაზისა და ღვინის სამშობლოდ აღიარების მეცნიერულ დასაბუთებაში არქეოლოგიური აღმოჩენებით შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

გიორგი ბარისაშვილი

მეღვინე. მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარი

ქართული ტრადიციული მეღვინეობის ისტორიის კვლევის, სწავლებისა და პოპულარიზაციისათვის.

გიორგი ნათენაძე

მესხური ვაზის ჯიშების მკვლევარი, კომპანია „ვარძიის ტერასები“-დირექტორი

ვაზის მესხური ტერასების აღდგენის ინიცირებისა და განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: ღვინის ეროვნული სააგენტო, „აჭარა ჯგუფი“ „სასტუმრო რუმსი“, ტურიზმის ადმინისტრაცია.

ქართული ღვინის მე -3 ეროვნული კონკურსი 2016’ის გამარჯვებული ღვინოები

წლის საუკეთესო ცქრიალა ღვინო

  • მაესტრო 2015 „ბადაგონი“

წლის საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო

  • მანავი 2014 „კახური ღვინის მარანი“

წლის საუკეთესო წინანდალი

  • წინანდალი 2014 „ვაინმენი“

წლის საუკეთესო ქვევრის თეთრი ღვინო

  • ქისი ქვევრი 2014 „ვიტა ვინეა“

წლის საუკეთესო თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო

  • ქისი 2015 „ვინივერია“

წლის საუკეთესო ვარდისფერი ღვინო

  • საფერავი როზე 2015 „თბილღვინო“

წლის საუკეთესო საფერავი

  • საფერავი 2015 „კახური ტრადიციული მეღვინეობა“

წლის საუკეთესო პრემიალური საფერავი

  • ყვარელი 2013 „კახეთი კომპანი“

წლის საუკეთესო მუკუზანი

  • მუკუზანი 2013 „კორპორაცია ქინძმარაული“

წლის საუკეთესო ქვევრის წითელი ღვინო

  • საფერავი 2015 „კორტავების მარანი“

წლის საუკეთესო წითელი ნახევრადტკბილი ღვინო

  • ახაშენი 2014 “ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია (GWS)”

წლის საუკეთესო უსახელოური

  • უსახელაური 2015 „უსახელაურის ვენახები“

წლის საუკეთესო ხვანჭკარა

  • ხვანჭკარა 2015 „თელავის ღვინის მარანი“

წლის საუკეთესო ქინძმარაული

  • ქინძმარაული 2014 „თელიანი ველი“

წლის საუკეთესო ჭაჭა

  • ჭაჭა „რირავო“

ქართული ღვინის მე -3 ეროვნული კონკურსის გამარჯვებული ღვინოები

მედია-ჟიურის არჩევანი:

  • კახური მწვანე 2014 „შუმი“
  • ქისი ქვევრი 2013 „შაქარაშვილის მარანი“
  • რქაწითელი ქვევრის 2015 პეტრიაანთ მარანი“
  • მწვანე 2015 „ხოხბის ცრემლები“
  • წითელი ქვევრი 2005 „გავაზი (სესიაშვილი)“
  • საფერავი „ვაზისუბნის მამული“
  • გრან საფერავი 2013 „ვისმინო GWS„
  • ხვანჭკარა 2015 „მარანული“
  • ქინძმარაული 2014 “ შალოშვილის მარანი“
  • ქინძმარაული 2014 „ მილდიანი“
  • ჭაჭა  „ ზეარი“

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული