Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ქართული ღვინის გზამკვლევი 2018“. მე–5 გამოცემა

მარტში გამომცემლობა „ცხელი შოკოლადი“ და „საქართველოს ღვინის კლუბი“ „ქართული ღვინის გზამკვლევის“ მე–5 გამოცემას დაბეჭდავს.

მალხაზ ხარბედიას “ქართული ღვინის გზამკვლევი” უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული საგამომცემლო პროექტია. ეს წიგნი განსაკუთრებით საინტერესო უცხოელი პროფესიონალებისთვის და მოყვარულებისთვის გახდა. წიგნს უკვე კარგად იცნობენ სხვადასხვა ქვეყნის ღვინის სპეციალისტები, ღვინით მოვაჭრეები და ენთუზიასტები. წიგნს დადებითი გამოხმაურებები ჰქონდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და გზამკვლევში შესული ინფორმაციით უკვე სარგებლობს მსოფლიოს არაერთი ბეჭდური და ელექტრონული გამოცემა, რომლებიც ამზადებენ მიმოხილვით ან ანალიტიკურ წერილებს ქართული ღვინის ისტორიის და თანამედროვე მდგომარეობის შესახებ.

ბოლო წლების მანძილზე ამ წიგნის მეშვეობით მკვეთრად გაიზარდა ქართული ღვინის ცნობადობა მსოფლიოში, ასევე საქართველოში, სადაც გზამკვლევი ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის სამაგიდო წიგნად იქცა.

წლევანდელი გზამკვლევი არაერთ საინტერესო სიახლეს გპირდებათ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი ქართული და ინგლისური ენების გარდა (შეგახსენებთ, პირველი 4 გამოცემა ორენოვანი იყო) გერმანულადაც ითარგმნება და ცალკ–ცალკე, სამ წიგნად გამოვა. მნიშვნელოვანია, რომ გერმანულენოვანი წიგნით „ქართული ღვინის გზამკვლევი 2018“ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარდგება, სადაც 2018 წელს საქართველო წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანაა.

გარდა ამისა, წიგნში იქნება ახალი რუბრიკები, რომელიც უფრო ახლოს გაგაცნობთ თანამედროვე ქართულ მეღვინეობაში მიმდინარე პროცესებს – დიდ და მცირე მარნებს, მათ ისტორიას, მიღწევებს, სიახლეებს, საექსპორტო ბაზრებს, ჯილდოებს. თითოეულ კომპანიას თავისი ინდივიდუალური გვერდი ექნება, რაც საშუალებას მისცემს მარანს მაქსიმალურად ეფექტურად მიაწოდოს მკითხველს ინფორმაცია თავის შესახებ.  

წიგნის უდიდესი ნაწილი დაეთმობა ქართული ღვინის ისტორიას, თანამედროვე მდგომარეობას, რეგიონებს, ქართულ ვაზის ჯიშებს, ტრადიციულ მეთოდებს. როგორც ყოველთვის, გზამკვლევი შემოგთავაზებთ მოსავლის წლის (ამ შემთხვევაში 2016–2017 წლების) დახასიათებებს, ძირითადი მოვლების ქრონიკას და სხვ. გარდა ამისა, წიგნში წამყვანი თემაა ადგილობრივი ღვინის ტურიზმი, ენოტურისტული მარშრუტები და ის კერები, სადაც სტუმრები საუკეთესო წარმოდგენას შეიქმნიან ქართულ ღვინოზე. საინტერესო სიახლე გახლავთ ისიც, რომ მთლიანი რუკის გარდა, რომელიც ტრადიციულად მოჰყვება ხოლმე წიგნს, ყოველ რეგიონს ცალკ–ცალკე გასაშლელი რუკაც დაერთვება, დეტალური ინფორმაციითურთ.

წიგნში წარმოდგენილი იქნება ახალი ღვინის დახასიათებები და მრავალი საინტერესო მონაცემი თანამედროვე ქართული მეღვინეობის შესახებ.

ღვინის ტურებისთვის შეიქმნება და წიგნში შევა სპეციალური მარშრუტები, სადაც ავტორი საუკეთესო ობიექტებს დაიტანს რუკებზე და გირჩევთ რომელ მარნებს ესტუმროთ.

გადმოწერეთ მედია–კიტი და რეკლამის განთავსების პირობები

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



გამარჯობა, ღვისნის გზამკვლევი 2018 - სად შეიძლება წიგნის შეძენა? მადლობა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.