Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის დღეები კრაკოვში

8 - 10 ნოემბერს პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში Enoexpo-ს გამოფენა გაიმართა. საიუბილეო ღონისძიებაზე თითქმის 300-მდე ღვინის მწარმოებელი და 10 000-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობდა. მთლიანობაში საქართველოდან 35-მა მეღვინეობამ მიიღო მონაწილეობა, ღვინის მოყვარულების გარდა გამოფენას იმპორტიორები, ღვინის დიდოსტატები და მწერლები ესწრებოდნენ. Enoexpo პოლონეთში ყველაზე დიდი და წარმატებული ღვინის ღონისძიებაა, სადაც წელს მასტერკლასები, ტრეინიგები და დეგუსტაციებიც გაიმართა.

გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი Wine Travel Awards-ის დეგუსტაციები და ტრენინგები იყო. ტომას ბარჩინსკმა, ღვინის გამორჩეულმა კრიტიკოსმა წარადგინა მოხსენება “ ღვინის ბაზრის მომავალი”, რის შემდეგაც სტუმრებს WTA-ში გამარჯვებული მეღვინეობები წარუდგინ, მათ შორის არის “მეღვინეობა შაბო”, რომელსაც Wine Travel Awards ქვეყნის სავიზიტო ბარათს უწოდებს. კომპანია 2003 წელს უკრაინაში დაარსდა, თუმცა თავში ქართველები, იაკურიძეების ოჯახი, ხელმძღვანელობს. დეგუსტაციაზე გასინჯეს ცქრიალა ბრუტი "Shabo Classic" ТМ "GRAND RESERVE", “Chardonnay Grande Reserve Shabo” TM Iukuridze Family Exclusive Release, წითელი “საფერავი-მერლო შაბო კახური ტექნოლოგია” TM Limited Edition, “Cabernet Grande Reserve Shabo” TM Iukuridze Family Exclusive Release.

დეგუსტაციაზე 8 ნოემბერს “მელიტონის” მეღვინე გიორგი სხირტლაძემ და  კახა ჭოტიაშვილმა და “საწნახელიდან” ლექცია-დეგუსტაცია ჩაატარეს, რომელმაც, როგორც ქართული ღვინის ელჩი ქეთევან ფრანგიშვილი წერს, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ღვინის ექსპერტებისა და ენთუზიასტების მხრიდან, 9 ნოემბერს კი გამოფენის ფარგლებში გაიმართა ბიზნეს ვახშამი Zinar Castle-ში მცირე მეღვინეობის წარმომადგენელთათვის, სადაც მცირე მარნებმა პოლონელ იმპორტიორებსა და ღვინის “ბაიერებს” საკუთარი ღვინო გააცნეს. 11 ნოემბერს კი Stara Zajezdnia Krakow by DeSilva-ში გაიმართა ქართული ღვინის ფესტივალი, სადაც ქართული ღვინო დააჭაშნიკა იმაზე მეტმა სტუმარმა, ვიდრე ამის მოლოდინი ჰქონდათ. 

გამოფენის ფარგლებში გამართულ სადეგუსტაციო კონკურსზე კი ქართულმა ღვინოებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები დაიმსახურეს. როგორც ვებ.გვერდზე ვკითხულობთ, “მარანი ელიზბარის” რქაწითელმა ვერცხლის, ხოლო საფერავმა კი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, Gevelli-ის “საფერავი რეზერვი” კი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 

კრაკოვის ერთ-ერთ ღვინის ბარში, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებლის პროდუქცია,  გაიმართა „ქართული ღვინის საღამო“. ფესტივალს პოლონეთის ღვინის ბაზრის კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო შემდეგმა მეღვინეობებმა:

ამოსა”

“ანაპეა”

“შატო მუხრანი”

ჩინი”

“დუგლაძის ღვინის კომპანია”

ethno wine

“ქართული ღვინის სახლი”

GK Winery

K’home Winery

“ლაბარა”

“მარანი მილორაული”

“მარეული”

“მათრობელა”

“მელიტონი”

მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”

“მირიანის მარანი”

Naberauli Wines

“ნანუას მეღვინეობა”

“ნასრაშვილის საოჯახო მეღვინეობა”

Nekresi Estate

Pery

“ჭოტიაშვილის მეღვინეობა”

“წერეთელის მეღვინეობა”

“ღვინის ქურდები”

მეღვინეობა იყალთო”

“ვილა მოსავალი”

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.