Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“პირველად დაშვებულმა გამოუსწორებელმა შეცდომამ ძალიან დიდი პროფესიული მაგალითი და გამოცდილება მომცა” - ინტერვიუ ერეკლე ლოლაძესთან

 

ერეკლე ლოლაძე "ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობას" მართავს, "ახალი ღვინის ფესტივალზე" კი 2013 წლიდან მონაწილეობს. ინტერვიუში წელს წარსადგენი ღვინოების, თავისი გამოცდილების, მოლოდინებისა და დასამახსოვრებელი ისტორიის შესახებ გვესაუბრება. 

თუ ყოფილხართ ფესტივალის სტუმარი აქამდე, ყველაზე მეტად რა იყო თქვენთვის სასიამოვნო იქ ყოფნისას? რა შეგრძნებაა, როდესაც ახლა დახლის მეორე მხარეს იქნებით და თავად გაუმასპინძლდებით სტუმრებს?
- 2013 წლიდან აქტიურად ვმონაწილეობთ ახალი ღვინის ფესტივალზე. პირველი სამი წლის განმავლობაში, როგორც მცირე მარანი, შესარჩევი დეგუსტაციის შემდეგ ვხვდებოდით. 2016 წლიდან უკვე მცირე კომპანიების რიგში გადავინაცვლეთ. გამასპინძლების ნაწილი უცხო არ არის ჩვენთვის, როგორც აღვნიშნე, უკვე მე-11 ფესტივალში ვმონაწილეობთ. ამიტომ ბოლო წლებია ვცდილობ ცოტა დრო მაინც გამოვყო იმისთვის, რომ სტუმრის სტატუსითaაც დავესწრო და ასეთი მრავალფეროვანი დეგუსტაციის შანსი არ გავუშვა ხელიდან.  

შეგიძლიათ გაგვაცნოთ თქვენი წარსადგენი ღვინოები, მათი არომატები და გემური პროფილი? თქვენი რჩეული ღვინო რომელია?

- წელს სამი სახის ღვინოს წარმოვადგენთ: კახური მწვანე-მუსკატი, კახური მწვანე და ჩხავერი. სამივე ღვინის დასაყენებლად კლასიკური ტექნოლოგიაა გამოყენებული და მსუბუქი ღვინოებია, ამიტომ, ვფიქრობ, სეზონისთვის შესაფერისი კატეგორიით ვიქნებით წარმოდგენილი.

შეგიძლიათ გაგვიაზიაროთ მხიარული ან დასამახსოვრებელი ამბავი თქვენს ღვინოსთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით?

- მხიარულის რა გითხრათ, მაგრამ, ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ პირველად დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომა იყო, რის გამოც საკმაოდ კარგი ღვინო გავაფუჭე. მაშინ ძალიან გამიჭირდა საკუთარი თავისთვის ამის პატიება, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიული მაგალითი და გამოცდილება იყო.

⁃ როგორ ვითარდებოდა თქვენი ღვინოსთან ურთიერთობა, რაიმე ახალ, განსხვავებულ ტექნიკას ან მეთოდს ხომ არ იყენებთ?

- ღვინის დაყენების ყველა ეტაპზე ვცდილობთ ჩვენი ჩარევით სწორად ვმართოთ ის რთული ბიოქიმიური პროცესები, რაც მაღალხარისხიანი ღვინის მისაღებად მნიშვნელოვანია და მეღვინის ძირითადი როლიც ეს არის.

უდაბნოში რომ იყოთ და მხოლოდ ერთი ბოთლი ღვინის ნატვრა ან წაღება შეგეძლოთ, თქვენს რომელ ღვინოს წაიღებდით?

- ალბათ ჩხავერს გავიყოლებდი.

⁃ როგორ წარმოგიდგენიათ საუკეთესო სცენარი ფესტივალის დღეს, 13 მაისს?

- საუკეთესო სცენარის მნიშვნელოვანი საფუძველი ალბათ დადებითი შთაბეჭდილებებით დატვირთული ბევრი სტუმარია.

გაიხსენეთ თქვენი საყვარელი ან სასიამოვნო მოგონება ფესტივალზე წარსული გამოცდილებიდან, როდესაც მხოლოდ ფესტივალის სტუმარი იყავით.

- მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ მაქვს სტუმრის სტატუსით გატარებული, საკმაოდ ბევრი სასაიამოვნო მოგონებაა და რაიმეს გამორჩევა გამიჭირდება.

რას ფიქრობთ სხვა მეღვინეებზე, რომლებიც თქვენთან ერთად იქნებიან ფესტივალზე, მათ კონკურენტებად უფრო აღიქვამთ, თუ თანამებრძოლებად?

- საკმაოდ დიდი ნაწილი მეღვინეების ჩვენი მეგობრები არიან და ხშირად ერთმანეთს ვუზიარებთ შეძენილ გამოცდილებებს და გარკვეული პრობლემების მოგვარებაში ვეხმარებით, ამიტომ მათი კონკურენტად აღქმა პროფესიულად არაეთიკური მგონია.

შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რჩევები ან რაიმე საიდუმლო თქვენი ღვინის დეგუსტაციისას?

- მე ვფიქრობ, დეგუსტაციის ძირითადი პრინციპების გამოყენება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ღვინის ნებისმიერმა მოყვარულმა კარგად აღიქვას და განსაზღვროს მისი ხარისხი.

რაიმე ახალი კატეგორიის ღვინის დაყენებას ხომ არ ფიქრობთ მომავალში, რა სამომავლო გეგმები გაქვთ და თქვენი აზრით, რამდენად დაგეხმარებათ ფესტივალი ამ სამომავლო გეგმების განხორციელებაში?

- კატეგორიებში სიახლე ამ წელს იქნება ცქრიალა ღვინო, თუმცა მისი წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე ამ ფესტივალზე წარმოდგენილი არ იქნება.

და ბოლოს, რა არის ის, რასაც იმედოვნებთ, რომ სტუმრებს თქვენი ღვინის დაჭაშნიკების შემდეგ დღის ბოლომდე გაჰყვება თან დაამახსოვრდებათ?

- იმედს ვიტოვებ. სასიამოვნო განწყობის შესაქმნელად კარგი საშუალება იქნება ჩვენი ღვინოების დაგემოვნება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული