ავსტრალიელმა მეღვინეებმა თანამემამულეებს დახმარებისთვის მიმართეს - მათ მოუწოდეს ქვეყნის მცხოვრებთ, რომ უარი თქვან იმპორტულ ღვინოებზე და ამით ხელი შეუწყონ კეთილშობილი სასმელის სამამულო წარმოებას.
მართალია, მეღვინეები არ მოითხოვენ ავსტრალიელებისაგან სამუდამოდ უარი თქვან უცხოურ ღვინოებზე, თავშეკავება და "პატრიოტობა" საჭიროა მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში - 2011 წლის 1 იანვრიდან ავსტრალიის დღემდე, რომელიც 26 იანვარს აღინიშნება. მწვანე კონტინენტის მოქალაქეებს ამგვარი თხოვნით მიმართა დამსახურებულმა მეღვინემ - სტივენ პენელმა.
გასულ კვირას მან ამ თემასთან დაკავშირებით ვებგვერდიც კი შექმნა.
მისტერ პენელის პორტალმა პირველი ორი დღის განმავლობაში 200-მდე თანამოაზრე გაიჩინა, ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ ადგილობრივ მეწარმეს. სამამულო ღვინის პატრიოტები ძირითადად მეღვინეები, დისტრიბუტორები, რესტორნების მფლობელები და უბრალო მოქალაქეები არიან.
მეღვინე მაკლარენ ვეილმა კი თავის მხრივ მიმართა ავსტრალიის ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლბს და მოუწოდა მათ ისეთ ღვინოებზე გააკეთონ აქცენტი, რომლებიც ხაზს გაუსვამენ რეგიონის ნიადაგისა და კლიმატის თავისებურებებს. ვეილის სიტყვებით, ღვინის ყველაზე უნიკალური თვისება მისი გემოა, რომლითაც შესაძლებელია გაიგო, თუ რომელ რეგიონში დამზადდა სასმელი. "ვისურვებდი, რომ ჩვენს მეღვინეებს შეექმნათ ღვინო ადგილის შეგრძნებით, რომელშიც აისახებოდა თუ ვინ ვართ ჩვენ," - აცხადებს მაკლარენ ვეილი. ის ამბობს, რომ ავსტრალიელ მეღვინეებს ერთი თვე სჭირდებათ იმისთვის, რომ დაეხმარონ ხალხს ასეთი ღვინის შეყვარებაში და ასევე პასუხი გასცენ შეკითხვას: "მიყვარს კი მე ის ღვინო, რომელიც ჩემს მამულში მზადდება?"
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი