Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიო ღვინის ინდუსტრია 2022 წელს - ანალიზი და მიმოხილვა

ელენე ცინცაძე

საკმაოდ რთული 12 თვის შემდეგ გლობალური ღვინის ინდუსტრია ემზადება ეკონომიკურ ტურბულენტობასთან, მოთხოვნა მიწოდების დისბალანსთან და კლიმატურ კრიზისთან გასამკლავებლად. თუ 2020 წელს კოვიდის პანდემიამ მოახდინა გავლენა ღვინის ბიზნესზე, წელს რუსეთ-უკრაინის ომი და კლიმატი იყო ინდუსტრიისათვის ასეთი ფაქტორები. ის მდგომარეობა, როდესაც მსოფლიოში საკმაოდ მაღალია ინფლაცია და მომხმარებლებიც თავს შედარებით “ღარიბებად” გრძნობენ, ღვინის ბიზნესისთვის, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცუდი ამბავია.

მომხმარებლები, მიმდინარე ტენდენციის მიხედვით, 2023 წლისთვის ხარჯებს კიდევ უფრო შეამცირებენ, რაც საცალო ვაჭრობის შემცირებასაც გამოიწვევს. თუმცა ხარჯების შემცირება პოტენციურად უფრო ძვირიანი და ხარისხიანი პრემიუმ ღვინოებისა და კომპანიების სასარგებლოდ “მუშაობს” ხოლმე. ეს კი იმიტომ, რომ ძირითადად მომხმარებლები თანხას უფრო ნაკლები რაოდენობის ღვინის ყიდვით ზოგავენ და არა ნაკლებად ხარისხიანისა ან იაფიანის შეძენით. 

უალკოჰოლო ღვინოები

კიდევ ერთი რამ, რასაც 2023 წლის ღვინის ინდუსტრიაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს არის უალკოჰოლო ღვინოების საკმაოდ დიდი მოთხოვნა და ტენდენცია. ამან მეღვინეები “წაახალისა”, ხილისა და კენკრის არომატიანი უალკოჰოლო ღვინოები ეწარმოებინათ. ამ ტიპის ღვინის პრემიუმიზაცია უფრო და უფრო პოპულარული ხდება მაღალი ხარისხის ინგრედიენტებისა და მიმზიდველი შეფუთვის გამო.  დღეისთვის უალკოჰოლო ღვინის ბაზარი 2 მლრდ. დოლარს შეადგენს და როგორც კვლევები ამბობს, მომდევნო წლებში ეს რაოდენობა 3ჯერ გაიზრდება. ალკოჰოლის მცირე რაოდენობის შემცველ ღვინოზე მოთხოვნის შემცირება გამოწვეული იყო ამ ბაზრის საკმაოდ ცუდი მაჩვენებლებით. ამის საპირწონედ კი უალკოჰოლო ღვინო გახდა მოთხოვნადი. გარდა ამისა, რამდენადაც მომხმარებლები უფრო მეტად ზრუნავენ ჯანმრთელობაზე, ამცირებენ კალორიებისა და შაქრის მიღებას, გასაკვირი არ არის არც ის, რომ სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც მათ ალკოჰოლის მოხმაება შეამცირეს. თუმცა ამასთან ერთად ზოგიერთი სტილისა და კატეგორიის ღვინო საფრთხის ქვეშაც კი ქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია კარგი, უალკოჰოლო ღვინის წარმოება, ბაზარზე სულ უფრო და უფრო იზრდება მისი ცქრიალა ღვინის ვერსიები, რაც ღვინის ინდუსტრიაზე გავლენას ნამდვილად მოახდენს.

ნატურალური ღვინო ბაზარზე 

ნატურალური ღვინის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა (2017 წლიდან 2022 წლამდე დაახლოებით 10%-ით). ამ ზრდას უმეტესწილად განაპირობებს ევროპა, რომელიც გლობალურად ნატურალური ღვინის წარმოების 78%-ს შეადგენს. ამერიკა კი 12%-ს. გარდა ამისა, საკმაოდ პოპულარული გახდა ჩინეთსა და სხვა განვითარებად ბარებზეც. ორგანული ღვინის ბაზარი შარშან 8,404,24 მლნ. დოლარად შეფასდა, 2029 წლისთვის კი ვარაუდობენ, რომ 18 573 27 მლნ-ს მიაღწევს.

ცქრიალა ღვინის წარმატება

2019 წლიდან 2022 წლამდე, მაგალითად, ამერიკაში 30%-ით გაიზარდა ცქრიალა ღვინის მოხმარებაც. თუ შარშან გლობალურად მისი წარმოება $33.9 მლრდ-ს შადგენდა, წელს ეს რიცხვი $37 მლრდია. ყველაზე მეტად მოთხოვნადი ეს ღვინო ამერიკაშია (7,389.00 მლნ - 2022 წელს) 2025 წლამდე ამ სტილის ღვინის 14%-ით გაზრდას პროგნოზირებენ. 2023 წლამდე მოთხოვნასთან ერთად წარმოებაც გაიზრდება. აშშ-ში ყველაზე ხშირად მოხმარებადი ალკოჰოლური სასმელია ლუდი, თუმცა მომავალი წლისთვის ვარაუდობენ, რომ ცქრიალა ღვინო ლუდის გაყიდვებსაც გადააჭარბებს.

თეთრი ღვინის ბაზარი

მიუხედავად იმისა, რომ წითელი ღვინო მსოფლიო ღვინის ბაზარზე დომინანტურია, თეთრზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. NielsenIQ-ს თანახმად ბოლო წლების განმავლობაში ღვინის საერთო გაყიდვები 5,2%-ითაა შემცირებული. თუმცა 2017 წლიდან თეთრი ღვინის წილი რამდენიმე პროცენტით გაიზარდა. მისი საშუალო ფასი თუ გასულ წლებში 13,80$ იყო, წლევანდელ წლამდე 15,40$-ით გაიზარდა. საინტერესოა ისიც, რომ Drizly-ზე (ონლაინ გაყიდვების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპანია) განსაკუთრებით სწრაფად მზარდ კატეგორიებად ნაკლებად გამორჩეულ ჯიშებს ასახელებს (Macabeo, Niagara, Cayuga და ა,შ). გარდა იმისა, რომ თეთრ ღვინოს უფრო აქტიურად ყიდულობენ, როგორც ჩანს, მომხარებელს მეტის გაგებაც სურს (Wine Searcher-ის თანახმად). 

კლიმატი - ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლება

წელს რთველის სეზონი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო. ამ ზაფხულის ექსტრემალურმა სიცხემ მეღვინეებს აიძულა, რომ რთველი ჩვეულებრივზე ერთი თვის ადრე დაეწყოთ. გერმანიაშიც, როგორც გერმანიის ღვინის ინსტიტუტი აღნიშნავს, მუდმივად მზიანი ამინდებსი გამო ვენახების უმეტესობა “მედგრად იდგა”, თუმცა მოსავალი მაინც უფრო ადრე აიღეს. საქართველოს ეს პრობლემა ასე მკვეთრად არ შეხებია. ზოგან ერთი კვირით ადრე დაიწყეს, ზოგან დროულად. გვალვა და ურწყავობა განსაკუთრებით მკვეთრად ქართლში დაფიქსირდა. თუმცა მთლიანობაში ყურძნის ხარისხს მეღვინეები არ უჩივიან, პირიქით, ზოგან, მაგალითად, ბოლნისში, მოსავალი გაცილებით მაღალი ხარისხისა იყო, ვიდრე შარშან. სამეგრელოსა და გურიაში უხვნალექიანი გაზაფხული ხვატმა შეცვალა. წვიმების გამო კი რთველი ბევრმა მევენახემ გადადო. არამდგრადი ამინდი და ტემპერატურა კი, როგორც ამბობენ,, მოსავალსა და ხარისხზეც აისახა. 

ექსპორტ-იმპორტი

ღვინო საქართველოს სოფლის მეურნეობის მთლიანი საექსპორტო ღირებულების 21%-ს შეადგენდა გასულ წელს. 2012 წლიდან კი მისი რაოდენობა 21%-ით გაიზარდა, ღირებულებით კი 22%-ით. საშუალო ფასი ტონაზე 3000 დოლარიდან 3,9 ათას დოლარამდე მერყეობს. გასული წლის მონაცემებით ღვინის ყველაზე დიდი წილი რუსეთში გავიდა (55%), უკრაინაში 11%, ჩინეთში 7%, ბელორუსიაში 5%, პოლონეთში 6 ხოლო ყაზახეთში 4%. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჯერ კიდევ ქართული ღვინის ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტიორია, მისი წილი მაინც შემცირებულია მას სემდეგ, რაც ემბარგო დაწესდა 2006 წელს. წელს ექსპორტის საერთო რაოდენობაც გაიზარდა. “საქართველოდან 91,4 მლნ. ლიტრი ღვინო ექსპორტირდა 2022 წელს. ეს მოცულობა კი 2021 წლის მაჩვენებს - 80,5 მლნ. ლიტრს აჭარბებს, რაც ძალიან სასიხარულია” - აცხადებენ სააგენტოში. წინა წელთან შედარებით 2022-ში ექსპორტი 6,2%-ითაა გაზრდილი. იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან თითქმის 201 მლნ. დოლარის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული. ამის პარალელურად, მიწოდება, სამწუხაროდ, გაიზარდა რუსეთშიც. სტატისტიკის მიხედვით, 10 თვეში რუსეთში 129 მლნ. აშშ დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 106 მლნ. დოლარი იყო. 

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა

ომის გამო ცენტრალური ევროპის ბაზრებზე, კერძოდ კი პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში სატრანსპორტო მარშუტები შეიზღუდა. საქართველო კი სახმელეთო ბაზარზეა დიდწილად დამოკიდებული. თუ ომამდე ევროპაში სატვირთო გადაზიდვები რუსეთისა და უკრაინის გავლით გადიოდა, წელს ეს თურქეთიდან ხდება რაც საზღვარზე დიდ რიგებს იწვევს. მიწოდების ჯაჭვი შეფერხდა გლობალური ინფლაციის ზოგად ეფექტებთან ერთად. გაიზარდა ეტიკეტებისა და ბოთლების ფასიც ყველა იმ პროდუქტის ფასთან ერთად, რომელიც ჩამოსხმისთვისაა აუცილებელი. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში ეს გარემო ფაქტორები მეღვინეებისთვის საკმაოდ დიდი მოულოდნელობა იყო, უმეტესობამ თავიანთი პროდუქციის სხვა ბარზრებზე გადამისამართებით სიტუაციის მართვა მოახერხეს. უკრაინაში მიმდიარე წლის მეორე ნახევარში ექსპორტი ფაქტობრივად გაუქმდა. 

მთლიანობაში, წლევანდელმა წელმა საკმაოდ დიდი დაბრკოლებებით ჩაიარა, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ისევე, როგორც წელს, მომავალი წლის გამოწვევებსაც ღვინის ინდუსტრია კარგად გაუმკლავდება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული