Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტარტ-ტატენი

ტარტ-ტატენი ვაშლის ლეგენდარული ფრანგული ნამცხვარია და მისი სამშობლოა პროვანსი. მოკლედ: რადგან ტატენ ვაშლის ჯიშის ყიდვა ალბათ შეუძლებელია საქართველოში, ამ მთავარ კომპონენტს შეცვლის 5-6, საშუალო ზომის მჟავე ვაშლი (ვინც ევროპაში, ან ამერიკაში ცხოვრობს, "გრანი სმიტი" გამოიყენეთ). "ქვიშა" ცომისათვის საჭიროა 125 გრამი უმარილო კარაქი, 4 დეცილიტრა (ორი ჭიქა) თეთრი ფქვილი, 1 დეცილიტრა წყალი და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. კარაქი დაჭერით პატარა ნაჭრებათ და ფქვილს დინჯად, თითებით შეაზილეთ ისე, რომ ქვიშასავით მასა მიიღოთ. შემდეგ გააკეთეთ მისგან "კრატერი", დაუმატეთ მარილი და წყალი. ცომი კარგად მოზილეთ, შეახვიეთ ცელოფანის პატარა პარკში და შედგით რამდენიმე საათით მაცივარში.

შემდეგ გაფრცქვენით ვაშლები და დაჭერით ნაჭრებად (მე, 12 ნაწილად ვჭრი თითო ვაშლს), შუაგული ამოაჭერით. აიღეთ მცირე ზომის ტაფა (მე ტარტ-ტატენისათვის განკუთვნილი სპილენძის სპეციალური ტაფა მაქვს) და ფსკერზე თანაბრად მოაყარეთ ჭიქანახევარი შაქარი. დაჭერით 125 გრამი კარაქი თხელ ნაჭრებად და შაქარზე თანაბრად მოაფინეთ. ამის შემდეგ დაჭრილი ვაშლი ლამაზად დააწყეთ (მე წრიულად, მზის სხივებივით ვაწყობ მათ წაღმა-უკუღმა), ნახევრამდე რომ მიხვალთ, მოაყარეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და დანარჩენ ვაშლს რომ ჩააწყობთ, ზემოდან ერთი ჭიქა შაქარი მოაფრქვიეთ, შემოდგით ტაფა ნელ ცეცხლზე და 1 საათი და 20 წუთი ათუხთუხეთ, სანამ მოთუხთუხე სითხე ოქროსფერს არ მიიღებს და არ ჩაკარამელდება. ცოტა ხანი გააგრილეთ, მაცივრიდან ცომი გამოიღეთ, ტაფის ზომაზე გააბრტყელეთ და ტაფას გადააფარეთ, არ დაგავიწყდეთ ცომის ჩანგლით დაჩვრეტვა. ამის შემდეგ ტაფა 15 წუთით შედგით 270 გრადუსამდე გახურებულ ჰაერ-ღუმელში. გამოცხობილი ნამცხვრიანი ტაფა გამოიღეთ, ზედ რაიმე თხელი კერამიკული ან მეტალის "პოდნოსი" დაამხეთ და შეეცადეთ ფრთხილად თავდაყირა გადაატრიალოთ, რათა გამომცხვარი ცომი ქვეშ მოექცეს. ტაფა მოხადეთ და... ვუალაა, ტარტ-ტატენი მზადაა.
ტარტ-ტატენი უნდა მიირთვათ ცხლად (პირს ნუ დაიწვამთ)
 
© Dr_Zuzumbo

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული