Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ჯერ კახეთიდან დაიწყეთ, თუმცა დასავლეთის არომატული ღვინოები არ გამოგეპაროთ” - ინტერვიუ სარა ებოტთან

შეიძლება დიდი დრო დასჭირდა საქართველოს ბრიტანეთის ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად, თუმცა გაყიდვები ყოველდღიურად იზრდება და ინტერესიც იმატებს. ამ კვირის ლონდონის გამოფენის გარდა, Wines of Georgia-მ გუშინ, 23 მაისს სარა ებოტთან დეგუსტაცია ჩაატარა. The Buyer-ზე ღვინის ექსპერთან ინტერვიუს ვკითხულობთ საქართველოსა და ქართული ღვინოების შესახებ. 

- საქართველოდან ბრიტანეთში გაყიდვები იზრდება, თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ასეთი ზრდა?

- 2017 წლიდან 2021 წლამდე განსაკუთრებით შესამჩნევი მატება იყო, როდესაც 70 000 ექსპორტირებული ბოთლი ღვინო 700 000-მდე გაიზრდა. ამჟამად განახლებული მონაცემები არ გვაქვს. NWA აღარ აქვეყნებს საჯაროდ მონაცემებს იქამდე, სანამ მისი კონტროლისა და შემოწმების ზუსტ გზას არ მიაღწევს. ეს იმიტომ ხდება, რომ დიდ ბრიტანეთში იმპორტირებული საქონლის საკმაოდ დიდი ნაწილი ევროპის ქვეყნების გავლით შემოდის.

-ქართული ღვინის რომელი სტილია განსაკუთრებით მიმზიდველი და რატომ?  

-ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა ბრიტანეთში ქართული ღვინის იმპორტიორებს, სპეციალისტებსა და სააგენტოებს შორის. მათ შორის დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ საფერავი ყველაზე მეტად გაყიდვადი ღვინოა, სუფთა, მელნისფერი, ქვევრის ან მუხის მდიდრული არომატებით. ეს არის სასწაული ვაზის ჯიში, რომელიც თავის თვისებებს ინარჩუნებს მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნოლოგიითა და გზითაა დამზადებული. გემოს პროფილი ბრიტანელ საზოგადოებას ძალიან ხიბლავს. თუ მალბეკი ან შირაზი მოგწონთ, საფერავიც აუცილებლად მოგეწონებათ. იმპორტიორები იმასაც გვეუბნებიან, რომ ქარვისფერი ღვინოც ერთ-ერთი აქტუალური კატეგორიაა. წითელ ღვინოსთან შედარებით უფრო უნიკალური და ნიშური პროდუქტია, საქართველო ქარვისფერი ღვინის სახლია და ღვინის გაყიდვებშიც მას საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს. ზოგადად, ღვინის ამ კატეგორიას ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტი მწარმოებლები გამოუჩნდნენ. მაგალითად, Cramale Recas და Gerard Bertrand უფრო ფართო აუფიტორიას აცნობენ ქარვისფერ ღვინოს. ამ ღვინის მიმზიდველობას ხელს უწყობს საქართველოს დასავლეთის რეგიონიდან შედარებით უფრო მსუბუქი ქარვისფერი ღვინოების მზარდი ტენდენციაც. 

როგორ ფიქრობთ, იცვლება თუ არა საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ დამოკიდებულება და თუ კი, როგორ?

-რა თქმა უნდა. 2017 წელს, როცა  პირველად ვესაუბრე მყიდველებს ქართული ღვინის შესახებ, მაშინ მას საინტერესოდ, თუმცა ძალიან უცხოდ აღიქვამდნენ. ახლა უკვე ერთმნიშვნელოვნადაა ამაღლებული საქართველოს შესახებ ცნობადობა. ქართველმა სპეციალისტებმა და ნატურალური ღვინის იმპორტიორებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს საქართველოსთვის ბრიტანეთის ბაზარზე ადგილის მოპოვებაში. შემდეგ კი ეროვნულმა სააგენტოებმა, მათ შორის Berkmann, Boutionot, Hallgarten da Liberty-მ დაიწყეს თავიანთ პორტფელებში საქართველოს დამატებაც და ამანაც, ბუნებრივია, საკმაოდ იმოქმედა. ახლა უკვე რეგიონალური საბითუმო ვაჭრები Oxford Wine Company და Wright Wine უფრო ფართო არჩევანს სთავაზობენ ბრიტანელ ღვინის მოყვარულებს. 
ღვინის ხარისხის გაუმჯობესებამაც უფრო მეტი იმპორტიორი დააინტერესა და ცნობიერების ამაღლებაშიც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა. 

ეს ყველაფერი მომხმარებლებს თუ ეხებათ და როგორ?

-სამომხმარებლო კვლევა არ გვაქვს, თუმცა Georgianwine.uk-ის გვერდზე ვიზიტებსა და მოთხოვებს თუ გადავავლებთ თვალს, თამამად ვიტყვით, რომ ინტერესი ძალიან გაზრდილია. Naked Wines-მა როდესაც გამოკითხვა ჩაატარა (“სად უნდა ვეძებოთ ახალი, საინტერესო ღვინოები” მომხმარებლების უმრავლესმა ნაწილმა სწორედ საქართველო დაასახელა. Ray O’Connor უკვე რამდენიმე ღვინოს გვთავაზობს საქართველოდან, რომელიც ძალიან კარგად იყიდება. ის, რომ საქართველო უფრო ცნობილი ხდება ბრიტანეთში, ტურიზმის, ღვინის, რაგბისა და გასტრონომიის დამსახურება. 

-რა არის საჭირო იმისთვის, რომ კიდევ უფრო აქტიური სამომხმარებლო ბაზარი გახდეს ქართველი მეღვინეებისთვის დიდი ბრიტანეთი?

-ქართული ღვინის გაყიდვების მხარდაჭერა უფრო აქტიურად უნდა გავაგრძელოთ. ახლა დაახლოებით 200-მდე ღვინს ბარი გვთავაზობს სულ ცოტა ერთ ქართულ ღვინოს მაინც, ეს მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ, რაც სააგენტოებისა და საბითუმო მოვაჭრეების მხარდაჭერასაც მოითხოვს.  მნიშვნელოვანია მწარმოებლების ინდორმირებაც იმის შესახებ, თუ რით უნდა დაეხმარონ თავიანთ აგენტებს პროდუქციის წარმატებით გაყიდვის თვალსაზრისით. ქართული ღვინოები ძალიან კარგად იყიდება საშუალო ფასის კატეგორიაში (10-15 ფუნტი სტერლინგი). თუმცა სხვადასხვა საფასო კატეგორიაში სხვადასხვა ღვინის ნახვასაც შეძლებთ. 

-თუ ვინმე პირველად აპირებს ქართული ღვინის დაჭაშნიკებას, როგორ ფიქრობთ, საიდან უნდა დაიწყოს? რომელი ღვინიდან ან რეგიონიდან?

-პირველ რიგში კახეთს დააკვირდით, რომელიც ყველაზე დიდი რეგიონია. იქ მთელი ქართული ღვინის 65-70% იწარმოება. კლასიკური ქვევრის საფერავი კახური ღვინის სავიზიტო ბარათია. ხავერდოვანუ სტილი, რომელიც ძალიან მდიდრული და კომპლექსურია, ნამდვილად უნიკალური და ყველასთვის საინტერესოა. სცადეთ ხალისიანი, მშრალი, ხრაშუნა თეთრი ღვინოებიც, რომლებიც უჟანგავი ფოლადის ავზში “ევროპული ტექნოლოგიითაა” დაწურული. გასინჯეთ რქაწითელი, ქისი და მწვანე. დასავლეთიც არ დაგავიწყდეთ, რაჭის ღია და სურნელოვანი წითელი ღვინოები საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია. ინტერვიუს ვრცლად გაეცანით the Buyers-ზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული