Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნაპას ველის ვენახებს საფრთხე ემუქრება

მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2006 წელს ივარაუდეს, რომ გლობალური დათბობის გამო რეგიონში ძალიან მოიმატებს ტემპერატურა და ნაპას ველზე გაშენებული ვენახები შეიძლება, უბრალოდ, გახმეს. ამერიკელ მევენახეებსა და მეღვინეებს არ სჯერათ ამ წინასწარმეტყველების, მათ მონაცემთა გადასამოწმებლად და შემდგომი კვლევებისთვის ფრანგ მეცნიერს - საფრანგეთის სოფლის მეურნეობის ეროვნული ინსტიტუტის (INRA)თანამშრომელს, ბერნარ სეჟიუნს მიმართეს. მეცნიერმა, გააანალიზა რა შექმნილი სიტუაცია, განაცხადა, რომ ნაპას ვენახების მიმართ დასმული პესიმისტური დიაგნოზი მხოლოდ რამდენიმე მეტეოსადგურის მონაცემებს ეყრდნობოდა და, ამდენად, ვარაუდი მათი შესაძლო გახმობის შესახებ გადაჭარბებულია. ფრანგი მეცნიერის მიერ ჩატარებულმა განმეორებითმა კვლევამ აჩვენა, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში რეგიონში ტემპერატურამ, ფარენგეიტის შკალით, მხოლოდ 1-2 ერთეულით თუ მოიმატა. თანაც, ეს ცვლილება მხოლოდ ღამის ტემპერატურაზე აისახა.

ზოგიერთი კლიმატოლოგი თვლის, რომ ნაპას ველზე ტემპერატურა კი არ მოიმატებს, პირიქით, დაიკლებს – ოკეანიდან მონაბერი გრილი ჰაერის ნაკადი  ხომ სწორედ მისი გავლით აღწევს შიდა ტერიტორიებამდე.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული