Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იტალიური ქვევრის ღვინის ევოლუცია: მოძრაობა, რომელიც წინ მიიწევს და უფრო აქტუალური ხდება

ანთან კონტაქტი სულ უფრო საინტერესო ხდება,  სწორედ ეს ტექნოლოგია აძლევს საშუალებას ღვინის რეგიონებს გამოავლინონ სხვადასხვა ვაზის ჯიშის უნიკალურობა და მახასიათებლები. ამ სტატიაში განხილულია, თუ როგორ იცვლება იტალიაში ქარვისფერი ღვინოები და მისდამი დამოკიდებულება.

პირველ რიგში თიხის ჭურჭელის აქტუალურობის შესახებ ვკითხულობთ. რატომ გახდა ამფორა ატუალური? რატომ არის ის მჭიდროდ დაკავშირებული ხელნაკეთი ღვინის კონცეფციასთან? ეს კითხვები ძალიან ხშირად გაჟღერდა თიხის ჭურჭელისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე იტალიაში, Merano WineFestival-სა და Vinitaly Verona-ზე, ასევე Gallerie Mercatali-ზე: “ეს ღონისძიებები დაგვეხმარა, ხელახლა აღმოგვეჩინა საქართველო და იქ ღვინის დამზადების ისტორია, შევხვდით მეღვინეებს, ღვინის მწერლებსა და ოსტატებს. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თიხის ტიპებში დავარგებული ღვინოები: მაგალითად, ფოროვანი თიხა (cocciopesto),  ქვათიხა (stoneware) თუ სხვა."

შემდეგ ქვევრის შესახებ წერენ. ღონისძიების სახელწოდება, „Amphora Revolution“, ეხმაურება ბრიტანელი ჟურნალისტის, საიმონ ჯ. ვულფის 2017 წლის წიგნს „Amber Revolution“. ვულფის წიგნი მოგვითხრობს მის პირად აღმოჩენაზე, რომელსაც ეწოდება ქარვისფერი ღვინოები. ეს არის თეთრი ღვინო, რომელიც რჩება კანთან კონტაქტზე, რის შედეგადაც ღვინო ფერს იცვლის და უფრო მეტად ტანინიანი ხდება: “ეს ენობიოლოგიური პროცესი, მაცერაცია, არ არის აუცილებლად დაკავშირებული ღვინის ჭურჭელთან. თუმცა, ამ კატეგორიის ღვინოების ისტორია სწორედ თიხის ჭურჭლიდან - ქვევრიდან იწყება”. შემდეგ ავტორი ქვევრის ისტორიაზე ყვება და ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ათასწლეულებია ღვინოს ქვევრში აყენებენ: “ამ საკითხის პოპულარობა იტალიურ-სლოვენიური ფესვებით იწყება და იოშკო გრავნერის სახელთანაა დაკავშირებული ის, რომ ქვევრის ღვინის შესახებ ახლა უკვე მთელმა მსოფლიომ იცის”.

მიქელ ბინი არის ღვინისა და ამფორის მწარმოებელი. ის არის მეღვინე ფრიულიში, სადაც Roi Clâr კომპანიასთან მუშაობს უდინეს პროვინციაში და ამავდროულად ამფორის წარმოებით არის დაკავებული უმბრიაში, კომპანია Sirios-თან.

ბინის მიდგომა ორივე საქმეში არის გამჭვირვალობა და სიცხადე. მისივე თქმით, ის იყენებს ამფორის გამოსახულებას თავის ეტიკეტებზე, რადგან ეს ეხმარება მას ცნობადობის მოპოვებაში, მაგრამ მისი მიზანია, ამფორების გარდა მთლიანად ღვინოზე კონცენტრირება. ბინის მხოლოდ ერთი ღვინო არის კანთან მაცერირაციით დაყენებული - პინო გრიჯიო, რომელიც სხვაგვარად ქარვისფერ შეფერილობას არ მიიღებდა. მისი სხვა ყველა ღვინო ფერმენტირდება ფოლადის ავზებში და ერთი წლის განმავლობაში ინახება ამფორებში მხოლოდ გადაღების შემდეგ.

მისი ამფორები, Sirio-ს ბრენდით, მზადდება კერამიკული თიხის ნაერთით (ceramic matrix clays), რომლებიც ნანოტექნოლოგიით განვითარდა, რათა უზრუნველყოს ამფორას ოპტიმალური ჟანგვის შესაძლებლობა. მისივე თქმით, ამფორას იყენებს, რადგან ის ძალიან ძველ ვენახებში მუშაობს და ეს არის ერთადერთი გზა, რომ შეუნარჩუნოს ღვინოს ნაზი არომატები.

მარტივი გზით მიღწეული ნათელი მიზანი და პროდუქტი ელა კასადეისთანაც გვხვდება, მიუხედავად მისი ღვინის დაყენების განსხვავებული გზებისა. ახალგაზრდა ტოსკანელმა მეღვინემ გადაწყვიტა მხოლოდ ამფორების გამოყენება და დღეს სამი სხვადასხვა ვენახის ყურძენზე მუშაობს. მისივე თქმით, გამოყენება ინსტრუმენტების, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში იყო ცნობილი, წარსულსა და დღევანდელ სამეცნიერო კვლევებს დააკავშირებს ერთმანეთთან. იყენებს ქართულ ქვევრსაც და ამფორასაც artenova-ს მიერ დამზადებულს. მუშაობს სარდინიის ვენახებში cannonau-ზე, სადაც ღვინო ფერმენტაციად გადის ერთი თვე ხოლო შემდეგ 6-7 თვე ყოვნდება იმპრუნეტაში დამზადებულ ჭურჭელში. 

ანდრეა ლონარდი, ღვინის ოსტატი, ასევე მხარს უჭერს ამფორას, როგორც საინტერესო მესიჯს: "მეტი და მეტი მეღვინე ირჩევს ამ ჭურჭელს თანამედროვე გემოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელიც, წარსულისგან განსხვავებით, ნაკლებად ითხოვს ხის გემოსა და არომატებს” ამბობს ლონარდი: “აქ ორი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არსებობს: ერთ მხარესაა ინდუსტრიული ღვინო, რომელიც ცნობილია ტრადიციული ინსტრუმენტებით - ხე და ფოლადი - და მეორე მხარესაა ხელნაკეთი ღვინის სამყარო, რომელიც მომხმარებლებს განსხვავებულ მესიჯებს აწვდის. ამფორა და ქვევრი ერთ-ერთი ამ მესიჯთაგანია. პირადად მე არ მჯერა, რომ ინდუსტრიული ღვინო დგება მხოლოდ ფოლადში და ხელნაკეთი ღვინო - მხოლოდ ამფორებში: არსებობს კარგად დაყენებული ღვინოები და ახალგაზრდა თაობას ეს კარგად ესმის, რადგან ისინი უფრო მეტად არიან ახლოს ავთენტურობის საკითხთან." სტატიას გაეცნობით Gambero Rosso-ს გვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.