Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინდური ღვინო და ცხარე აზიური კერძები

თუ ღვინის მოყვარული ხართ და ინდოეთთანაც გქონიათ შეხება, ხშირად მოკრავდით ყურს, რომ ინდოეთის კლიმატი ნაკლებად შეეფერება ღვინოს და რომ მათი საყვარელი კატეგორია ტკბილი ღვინოა. იმასაც გაიგებდით, თითქოს ცხარე კერძებს ღვინო არ უხდება, თუმცა, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ინდოელმა ადგილობრივმა მეღვინემ რესტორან Yauatcha-ს ხელმძღვანელთან ერთად შექმნა საკმაოდ არომატული თეთრი ღვინო, რომელიც ძალიან უხდება ტკბილ-ცხარე, შესუნელებულ აზიურ კერძებს. Yauatcha ცნობილია ღვინის საკმაოდ დიდი არჩევანით, რომელიც ბრინჯის ღვინოსა და საკეს სცდება. Ivelle მათი წარმოებული ღვინის ხაზია, რომელიც მომხმარებლებისთვის სასადილო ობიექტებში სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი. 

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ამ თეთრ ღვინოს უნიკალურს ხდის ის ფაქტი, რომ იგი იწურება იქ მოყვანილი მიულერისა (Muller) და გევურცტრამინერის (Gewurzraminer) კომბინაციით, რომელთა წარმატებული განაშენიანება ინდოეთში ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ღია ოქროსფერი გამაგრილებელი თეთრი ღვინო ლიჩის, გარგრისა და ანანასის არომატებით ხასიათდება და განსაკუთრებით უხდება ცხარე ინდურ კერძებს: “ღვინის დაწურვისას, რა თქმა უნდა, ჩვენი ტრადიციული კერძების ხასიათიც გავითვალისწინეთ. ჩვენი მიზანი სწორედ ის იყო, მომხმარებელს ტკბილ-ცხარე კერძებთან ერთად შეეხამებინა ღვინო” - ამბობს კევინ როდრიგესი, KA Hostity-ის ხელმძღვანელი სომელიე. 

ავტორი რამდენიმე კერძის ღვინოსთან შეხამებასაც გვთავაზობს. ღვინო ძალიან უხდება შავი ტრიუფელის კერძს Edamame dim Sum-ს, ცხარე სატაცურს წაბლის დამფლინგებთან ერთად, რომელსაც წიწაკის ზეთთან ერთად მიირთმევენ. დელიკატური კრევეტების ჰარგაუ (pawn hargau) გამორჩეულად უხდება ღვინოს, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოებით გამოირჩევბა. თვითონ გევურცტრამინერს, ყურძენს, ახასიათებს ვარდისა და კოჭას ტკბილი, პიკანტური ნოტები, რაც უნიკალურ კომბინაციას ქმნის აზიურ სამზარეულოსთან შეხამებისას. 

როდრიგესი აღნიშნავს, რომ ძალიან რთული იყო მიულერისა და გევურცტრამინერის ვაზის მოყვანა მაჰარაშტრაში, ქალაქ აკლუჯში (Akluj), სადაც საკმაოდ წვიმიანი კლიმატია: “კლიმატის კრიზისი საკმაოდ დიდი საზრუნავი ხდება ღვინის მწარმოებლებისთვის მთელს რეგიონში, ამიტომაც ინდური კარგი ღვინის მიღება საკმაოდ რთული პროცესია.” - ვკითხულობთ სტატიაში. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.