Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იაპონელი ღვინის დიდოსტატი საქართველოში

იაპონელები უკვე კარგა ხანია გაუშინაურდნენ ქართულ ღვინოს, ბევრი მოყვარული და პროფესიონალი უკვე დეტალურ ინფორმაციას ფლობს ქართული ღვინის შესახებ, იცნობენ ჩვენს ჯიშებს, მეთოდებს, ისტორიას. თუმცა იაპონელ ღვინის პროფესიონალებს შორის დარჩენილი იყო ერთი ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ არ ჩანდა ქართული ღვინის დამფასებლების წრეში. ეს გახლავთ ერთად–ერთი იაპონელი ღვინის დიდოსტატი (Master of Wine) კენიჩი ოჰაში, რომელიც გასულ კვირას „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მოწვევით ჩამოვიდა თბილისში და უკვე მოასწრო ბევრი რამის გაგება ჩვენი ვაზისა და ღვინის შესახებ.

„ქართულ ღვინოზე ფანტასტიური შთაბეჭდილება დამრჩა, ჩემთვის ნამდვილად სამარცხვინოა, რომ აქამდე არ ვიცნობდი ქართულ ღვინოს. იაპონელებს მოსწონდათ საქართველოს ისტორია, მაგრამ ღვინოს არ ვიცნობდით. როდესაც აქ ჩამოვედი უამრავი ინფორმაცია მივიღე, მათ შორის საქართველოს ღვინის 8 000-წლიანი ისტორიის შესახებ. საქართველო ნამდვილად ღვინის პირველი მწარმოებელია, რის გამოც პატივისცემას იმსახურებს“ – ამბობს კენიჩი ოჰაში ერთ–ერთ კომენტარში.

იაპონელი ღვინის დიდოსტატი წარმოადგენს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანიას Red Bridge, რომელიც 2017 წელს ახორციელებს ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში. მას თან ახლავს იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ჟურნალის (JSA) წარმომადგენელი, ღვინის მწერალი აკიჰიკო იამამოტო, რომელიც 2018 წელს JSA-ში გამოსაქვეყნებლად ქართულ ღვინოზე ვრცელ სტატიას ამზადებს.

ამ დროის მანძილზე ღვინის დიდოსტატმა ათეულობით ქართული ღვინო გასინჯა, ესტუმრა ვენახებს და მუზეუმებს: „ასევე საინტერესოა ჯიშების მრავალფეროვნება. ეს ყველაფერი ჩვენთვის ახალია და მინდა კიდევ უფრო მეტი გავიგოთ იაპონიაში ქართული ღვინის შესახებ, რადგან ეს უძველესი ისტორიული ცოდნაა, რაც ჩვენთვის სრულიად ახალია. მოხარული ვარ აქ ყოფნით, ჩემი აზრით ქართულ ღვინოს არაჩვეულებრივი მომავალი აქვს. როგორც იცით, იაპონური სამზარეულო იუნესკოს არამატერიალურ ძეგლს წარმოადგენს და ქვევრში ღვინის დამზადებაც ასევე მსოფლიოს არამატერიალურ ძეგლთა სიაშია, მათი კომბინაცია კი ორმაგ არამატერიალურ მემკვიდრეობას ქმნის. ქართული ღვინოების უმრავლესობა მკვეთრად გამორჩეულია. ქართული ღვინო იაპონურ სამზარეულოს არაჩვეულებრივად ესადაგება, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ იაპონურ ბაზარზე ქართულ ღვინოს არაჩვეულებრივი მომავალი აქვს“.

ყველაზე საინტერესო ეს ბოლო შენიშვნაა. რა უნდა იყოს ორი არამატერიალური ძეგლის შეხამებაზე უფრო საინტერესო და სასურველი, ენო–გასტრონომიული ინტრიგით სავსე, სადაც ამ ორმაგ მემკვიდრეობას ერთიანი თანამედროვე წყვილი შეუძლიათ შექმნან. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.