Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გამოფენა ბორდოში - "საქართველო, მევენახეობის აკვანი"

2017 წლის 31 ივლისიდან – 05 ნოემბრის ჩათვლით, საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ღვინის ცივილიზაციათა და კულტურის ცენტრი, ღვინის ქალაქი'' La Cité du Vin უმასპინძლებს გამოფენას სახელწოდებით "საქართველო, მევენახეობის აკვანი"  (Georgia, the cradle of viticulture).

ექსპოზიცია "სტუმარი ღვინის რეგიონის" (Guest Wine Region) გამოფენათა ციკლის ნაწილია. სწორედ ამ სტატუსით იქნება წარდგენილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული 125 არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპონატი, არტეფაქტების ასლები და ფოტომასალა.

გამოფენის მომზადებას ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე, რომელიც ასევე უძღვება, 2014 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ წამოწყებულ "ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევისა და პოპულარიზაციის" პროექტს. 

ქართული ღვინის 8000-წლოვანი ისტორია საფრანგეთის ქალაქ ბორდოში გაცოცხლდება თანამედროვე სამუზეუმო ინსტალაციის საშუალებით, მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალით. დამთვალიერებელი გაეცნობა საქართველოში ვაზის კულტურის განვითარების სხვადასხვა ეპოქას, მეღვინეობასთან დაკავშირებული უძველეს არტეფაქტებს, რომლებიც ადასტურებენ  ქართული ღვინის კულტურის არა მხოლოდ დიდ წარსულს, არამედ ათასწლეულების განმავლობაში მის უწყვეტ განვითარებას.

გამოფენაზე წარდგენილი იქნება მეღვინეობის საწყისი ეტაპის - ნეოლითის ხანის არქეოლოგიური აღმოჩენები. ღვინის მჟავის შემცველი ჭურჭლის ფრაგმენტები ადასტურებს, რომ მეღვინეობა სათავეს იღებს საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ქვემო ქართლში -  სწორედ იქ, სადაც პირველი ევროპელების ნაშთები იქნა გამოვლენილი.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ასევე იხილავს ქართულ მარანს, ქვევრთან დაკავშირებული მრავალფეროვანი წეს-ჩვეულებების ამსახველ დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებს და ნიკო ფიროსმანაშვილის შედევრს, რომელიც ქართული სუფრის ტრადიციას ასახავს: „ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან".

გამოფენის თანაორგანიზატორია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთში. პროექტის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია ქართული ღვინო და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი".

ინის კლუბთან საუბარში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ირაკი ჩოლობარგიამ, აღნიშნა: "საქართველოსთვის უდიდესი პატივი და ამავე დროს, აღიარებაცაა, რომ წილად ხვდა ყოფილიყო პირველი მასპინძელი ქვეყანა ბორდოს ღვინის ქალაქში (ცივილიზაციის მუზეუმი), რომელიც ოფიციალურად იხსნება 31 ივლისს. ეს ძალიან დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი ქვეყნის საერთშორისო ცნობადობის კიდევ უფრო სწრაფად ამაღლების საქმეში".

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული