Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ნატურალისტური ღვინოები ბრიტანეთში, Raw Fair 2015-ზე

დღეს, 18 მაისს დაიხურება ბრიტანეთში ნატურალისტური ღვინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოფენა-გაყიდვა Raw Fair London 2015, სადაც წარმოდგენილი იყო 150-ზე მეტი მწარმოებლის ნატურალისტური, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან. 

საქართველო Raw Fair-ის სტაბილური მონაწილეა. წელს გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა მიიღეს ნიკა ბახიასა (Nika რქაწითელი 2013, Nika საფერავი 2013, Nika Nika საფერავი 2013, Nika საფერავი Amor 2012)  და გოცაძეების (საფერავი 2013, კახური მწვანე 2013, ქისი 2013, ციცქა 2014, ჩინური 2014, თავკვერი 2014) საოჯახო მარნებმა და მცირე საწარმომ „ნაოტრები“ (საფერავი 2014, კახური მწვანე 2014, რქაწითელი 2014). ბაზრობაზე სხვადასხვა მწარმოებელთა საერთო მაგიდასთან წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, „პეტრიაანთ მარანის“, „ჯაყელების მეღვინეობის“, „თელედას“, „თემის“, „საწნახელისა“ და „ტყუპების მარანის“ ღვინოები. Raw Fair 2015-ში ქართველი მწარმოებლების მონაწილეობა უზრუნველყო ღვინის ეროვნულმა სააგენტომ.

ღვინის ბაზრობის ორგანიზატორია ღვინის ერთადერთი მაგისტრი ქალი საფრანგეთიდან, ბრიტანეთის გავლენიანი ჟურნალის, „დეკანტერის“ მწერალი, „შეშლილი ფრანგი ქალის“ ფსევდონიმით ცნობილი მოგზაური (Travel Chanel) და ბლოგერი, იზაბელ ლეჟერონი. ლეჟერონი აღნიშნავს, რომ ღონისძიების მიზანია, „ცოცხალი ღვინის“ მწარმოებელთა ერთად შეკრება და მათი შეხვედრა პოტენციურ მყიდველებთან. „ჩემი მიზანია, ხელი შევუწყო გამჭვირვალეობას ღვინის სამყაროში, რათა ხელი გავუმართო ავთენტური ღვინის წარმოების ხელოვნებას. მინდა, დავეხმარო ხალხს, დაფიქრდნენ, რას სვამენ. ეს არ უნდა გავიგოთ, როგორც გასამართლების პრაქტიკა, არამედ როგორც - ცნობიერების ამაღლება ხალხში, რათა მათ შეეძლოთ იმის გადაწყვეტა, რა დალიონ. ამჟამად ისინი ამას ვერ ახერხებენ“ - წერს ნატურალისტური ღვინოებისა და ქართული ღვინის დიდი გულშემატკივარი, იზაბელ ლეჟერონი.

ღვინის მწერალი, წინასაგამოფენოდ, საქართველოს საგანგებო სტატიას უძღვნის გამოფენის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ღვინის დაყენების ტრადიციულ ქართულ, ქვევრის ტექნოლოგიასა და, ზოგადად, მევენახეობა-მეღვინეობის რვაათასწლოვან ტრადიციებს საქართველოში. ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია მრავალფეროვანი ვიზუალური მასალაც, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაეცნონ მევენახეობა-მეღვინეობის ქართულ გამოცდილებასა და იმ არტეფაქტებს, რომლებიც ამ გამოცდილების არქაულობას წარმოაჩენს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული