Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ესლინგენი, გერმანული ცქრიალა ღვინის სამშობლო

ბადენ-ვიურტემბერგში, შტუტგარტთან ახლოს ერთ პატარა, ძალიან მშვიდ ქალაქს აღმოაჩენთ მდინარე ნეკარის განაპირას. ესლინგენი თავისი შეფენილი ვენახებითა და შატოებით აუცილებლად მოგაგონებთ საქართველოს. აქ პირველად დაიწურა გერმანული ცქრიალა ღვინო. Sektmanufaktur Kessler გერმანიაში პირველი ყველაზე ძველი ცქრიალა ღვინის საწარმოა. 1826 წლის 1 ივლისს გეორგ კრისტიან ფონ კესლერი შამპანიდან დაბრუნდა და გერმანიაში სექტის პირველი მარანი დაარსა ესლინგენში. ვუტემბერგში ცქრიალა ღვინის წარმოება შამპანურის სტილში დაიწყო. 

პირველი 400 ბოთლი ღვინო Pinot Noir-სა და Précoce-დან (Frühburgunder) დაიწურა, რომელიც გერმანიაში ძალიან მოკრძალებული სახელით გაიყიდა: “ცქრიალა ღვინო ვიურტემბერგიდან”. თუმცა მან საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია მალევე. პირველი ათი წლის განმავლობაში კესლერმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ბოთლი ღვინო გაყიდა. 1829 წელს კი უკვე ექსპორტზე გაჰქონდა რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში. მის მთავარ ბაზრად მაინც ვიურტემბერგი დარჩა და ამ მიწის სამეფო კარი. 1832 წელს კესლერმა პირველი თაღოვანი მარანი შეიძინა Speyrer Pfleghof-ში, რომელიც 1213 წელს აშენდა და დღემდე კომპანიის სათაო ოფისად რჩება. 1956 წელს ბრენდი გერმანიის ფედერალური მთავრობის ცქრიალა ღვინის ოფიციალურ მიმწოდებლად დაინიშნა. დღეს კესლერის ცქრიალა ღვინოები კვლავ იღებს უამრავ პრიზს მათი უნიკალური სტილის გამო, რომელიც Veuve Cliquot-ის ტრადიციას მიჰყვება. 

ესლინგენში ახლა 82 ჰექტარი ვენახია გაშენებული, საუკუნეების წინ კი ეს რიცხვი 1200-ს აღემატებოდა. ესლინგენი და მისი ვენახები პირველად 778 წელს მოიხსენიება სხვადასხვა დოკუმენტში. 1220 წლიდან ნეკარის განაპირად მოსახლეებმა ღვინის წარმოება და მისი ექსპორტზე გატანა დაიწყეს, ვენაში კი ყველაზე მეტად ამ პერიოდში სწორედ ესლინგენის ღვინოები მოსწონდათ. 

აქ ყველაზე პოპულარული ვაზის ჯიშებია რისლინი, გრაუბურგუნდერი, შპეტბურგუნდერი, კაბერნე სოვინიონი და შირაზი. გრაუბურგუნდერი თეთრი ღვინის ჯიშად არის კლასიფიცირებული. მის უფრო მდიდარ, სხეულებრივ და სურნელოვან ვერსიას რულენდერი ეწოდება (Ruländer). მისგან იწარმოება სხვადასხვა სტილის ძალიან არომატული ღვინოები, მათ შორის ცქრიალა ღვინოც, რომელსაც მსხლის, ნუშის, თხილისა და ანანასის არომატები აქვს. გერმანიის ვენახების მთლიანი ფართობის 6,5%-ს სწორედ გრაუბურგუნდერი წარმოადგენს. Spätburgunder, იგივე პინო ნუარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯიშია გერმანიასა და ესლინგენში. მისგან წარმოებული ცქრიალა ღვინო ხასიათდება ჟოლოს, მარწყვის, ბრიოშისა და ნუშის არომატებით. ძალიან უხდება ორაგულის სენდვიჩებსა და აპერიტივებს. 

ესლინგენის ყველაზე ცნობილი ღვინის მწარმოებელი, როგორც უკვე ვახსენეთ, KESSLER-ია. Მათ წლევანდელ ყველაზე პოპულარულ ღვინოებს შორისაა რისლინგ ბრუტი, სექტი, როზე ბრუტი, შარდონე და ა.შ. სრულ ჩამონათვალს მათსავე ვებგვერდზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.