Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კამბალა ღვინის საწებლით

საჭირო მასალა: 500 გ. თევზი, 1 ჭიქა წითელი ღვინო, 1 ს.კ. ფქვილი, 4 ცალი მიხაკი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 ძირი ოხრახუში, 1 თავი ხახვი, 2 ს.კ. ზეთი, 1 ს.კ. კარაქი.

მომზადება: ქვაბის ძირზე მოვათავსოთ დაჭრილი ხახვი და ოხრახუში, დავუმატოთ მიხაკი, დაფნის ფოთოლი და მოვაყაროთ წიწაკა. ზემოდან დავაწყოთ მარილმოყრილი თევზის ნაჭრები, დავასხათ ღვინო და 1 ჭიქა წყალი, დავახუროთ საფარებელი და ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში. როდესაც თევზი მზად იქნება, წვენი გადავასხათ სხვა ქვაბში და ვადუღოთ. წვენი როდესაც ერთ ჭიქამდე დადგება, დავუმატოთ ზეთი, ფქვილი და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ, თან გამუდმებით ვურიოთ. 3-4 წუთი დუღილის შემდეგ დავუმატოთ კარაქი, მარილი და მზა მასა გადავწუროთ. ასეთ საწებელთან ერთად შეგვილძია მივირთვათ როგორც მოხარშული, ასევე შემწვარი თევზი.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.