Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარანი ზოდი - მცირე მარნების ანთოლოგია (120)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?      

- იმისათვის რომ არ მიგვეტოვებინა ჩვენი წინაპრებია კარ-მიდამო და პარალელურად გაგვეგრძელებინა ქართული მეღვინეობის ტრადიცია და კულტურა ამისათვის ჭიათურის რაიონში. სოფ. ზოდში ჩვენს სოფელში სადაც ბავშვობის მოგონებები გვაკავშირებდა ავაშენეთ მარანი და დავიწყეთ იმერული ღვინის წარმოება.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- გაშენებული გვაქვს, ქვიშხური, ციცქა, ცოლიკოური, ძელშავი. მომავალში ასევე სხვა იშვიათი იმერული ჯიშების გაშენებას ვგეგმავთ.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ვაწარმოებთ 5 სახის იმერულ ღვინოენს: ქვიშხური. ციცქა, ცოლიკოური, ძელშავი და როზე (ვარდისფერი ღვინო). ჩვენი ღვინოები დამზადებული იშვიათი იმერული ჯიშის ყურძნისგან, გამოირჩევა ცოცხალი არომატებით და გემოებით. არის დიდი სიყვარულით დამზადებული და მაღალი ხარისხის.

- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- ამ საქმეს მუდმივად დაუღალავი შრომაა ჭირდება, ერთგულად და სიყვარულით საჭიროებს ყველა პროცესი ჩართულობას. ამიტომ ყველა პროცესი სასიამოვნო და განსაკუთრებულია.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ჩვენი ღვინოების ბაზარზე გამოსვლა პანდემიის პერიოდს დაემთხვა, რაც ძალიან რთული პროცესი იყო. მომხმარებელი არ იცნობდა ჩვენს პროდუქციას და ძალიან გაგვიჭირდა გაყიდვები.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- კი, ჩვენი ღვინო რამდენიმე ქვეყანაში გადის ექსპორტზე. პირადად ჩვენიდან პირველი ექსპორტი კანადაში გვქოდნა. თუმცა მანამდე იყო შემთხვევები როდესაც სხვა კომპანიებმა შეიძინეს ჩვენი ღვინო და წაიღეს ექსპორტზე.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- დაბრკოლება და სირთულე ყველა ფეხის ნაბიჯზეა. მთავარია არ შეგაშინოს დაბრკოლებამ და ერთგულად განაგრძო შენი საყვარელი საქმის კეთება. 

- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- მხოლოდ მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ვერ განსაზღვრავს ღვინის ხარისხს, მთავარია ერთმანეთს შეუწყო ტრდიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები. უმაღლეს დონეზე მიაქციო ყურადღება ჰიგიენას და თითოეულ დეტალს მოფერებით და სათუთად მოექცე რაც აუცილებლად განსაზღვრავს ხარისხს.

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია მოხდეს ქართული და განსაკუთრებით მცირე მარნების, რომელთაც მაღალი ხარიახის ღვინოები აქვთ.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- საქმე კარგად შეისწავლონ და თვითონ აწარმოონ ყველა პროცესი.

მარნის მისამართი: ჭიათურა, სოფელი ზოდი

ტელეფონი: 577 77 38 33

ელფოსტა: wineryzodi@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი:  winery zodi - მარანი ზოდი

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული