გამოქვეყნებულია: 14 ოქტომბერი, 2015 - 13:14
2011 წლის მოსავლის შემდეგ ლუკასმა მორიგი წინანდალი გამოუშვა. სტილი დახლოებით იგივეა, ძლიერი მუხა და მჟავიანობასთან შერწყმული სირბილე. ჩალისფერი ღვინოა, მუხის ძალზე ცხადი პირველი არომატებით, რომელიც ნამცხვრისა და თხილის ტონებით ივსება. ხასიათიანი, მკაცრი ღვინოა, საშუალოსხეულიანი, კარგი მისაყოლებელი იქნება შემწვარ თევზთან.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი