Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ერთხელ მეც უთაქე, სულ ამოვწრუპე და თავზე დევიმხვე...”

მთხრ. ალექსი ივანეს ძე ფრუიძე, 90 წ. (სოფ. ტვიში)

ცოლიკოური - თეთრი, მაგარი ღვინო დგება, ჩხიროდია.

ჰო დედასა, რა იყო! ლხინში დევიძახებდით - აბა! ჩამოდგით კათხა-თქვა! კათხა ზოგი ჩამავალი იყო ერთი ფუთის, ხის კასრივით იყო, ფეხიანი. უმეტ-ნაკლოთ უნდა დაგველია რვა-რვა კაცს ტყავის მათარით ან ლერწმის ჯამით, ან კვანჩხით. დოულევდით მერე სხვა რვა კაცს. მეორე მოყოლებისას ექვს დავლევდით. მესამესას - ოთხი კაცი, მერე - ორი; სულ ბოლოს ერთს უნდა დეელია, თუ ვაჟკაცი იყო. ერთხელ მეც უთაქე, სულ ამოვწრუპე და თავზე დევიმხვე, ასე გევიარ-გამევიარე ქორწილში. მარა ძაან კი გამლახა! კათხას მერიქიფეები გვივსებდენ და თვალყური ეჭირათ, ვის უნდა დეელია, თორემ ისეთი ჩხუბი აგვიტყდებოდა, რომ კაციც შემოგვაკვდებოდა ხელზე. ყრუობა იყო. ვინც მეტ დალევდა, სახელათ მიგვაჩნდა ყველას. ვიცოდით კვახის კულა. იმითაც ვსვამდით.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, ტომი IV, ნაწილი III თბილისი, მეცნიერება 1989.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.